"სუ­პერ­მე­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და"

"სუ­პერ­მე­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და"

ად­ვო­კა­ტი ქარ­თლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კენჭს იყრიდა თით­ქმის ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რას აპი­რებს წელს? - ამ კითხ­ვა­ზე ბა­ტო­ნი ქარ­თლო­სი თვი­თონ გვიპა­სუ­ხებს:

- პირ­ვე­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 1995 წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რო­ცა პრე­ზი­დენ­ტად ხუ­მა­რა შე­ვარ­დნა­ძე გა­ვი­და, მე­ო­რედ - 2000 წელს და მა­ში­ნაც ხუ­მა­რა შე­ვარ­დნა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა. მე­რე 2003 და 2007 წლებ­შიც ვცა­დე ბე­დი და მა­შინ პრე­ზი­დენ­ტად უკ­ვე ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლი მი­შა მოგ­ვევ­ლი­ნა.

- რა­ტომ ვერ გა­ი­მარ­ჯვეთ ვერც ერთ არ­ჩევ­ნებ­ში?

- იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი არც ერ­თხელ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, სა­მი­ვე­ჯერ გა­ყალ­ბდა. ახ­ლა კი ამ სუ­პერ­მენ­მა, ტე­ლე­ვი­ზი­ით ხან­და­ხან რომ გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, თქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა და თუ მარ­თლა ასე იქ­ნე­ბა, მე ვე­რა­ვინ მო­მი­გებს. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ეს სუ­პერ­მე­ნი, ანუ ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხი ჯერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არა მაქვს, თუმ­ცა, თუ დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა, თუ დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რი გზით წა­ყ­ვანას, მა­შინ ნამ­დვი­ლად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა, ვინც მიც­ნობს და იცის ჩე­მი მოღ­ვა­წე­ო­ბა 1989 წლი­დან დღემ­დე, მე­უბ­ნე­ბი­ან: მო­ვი­და დრო, რო­ცა შენს მხრებ­ზე უნ­და იტვირთო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ ქვეყ­ნის ლი­დე­რი გახ­დე­ო, თუმ­ცა მე მათ ბო­ლომ­დე ვერ ვე­თან­ხმე­ბი. იმი­ტომ, რომ მე ისე­დაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მშვე­ნივ­რად იცის, რას ვა­კე­თებ და რო­გორ. ვინც მიც­ნობს, იცის, რომ ყველ­გან, სა­დაც მი­მუ­შა­ვი­ა, ისე­დაც პრე­ზი­დენ­ტი ვი­ყა­ვი. სიტყ­ვა "პრე­ზი­დენ­ტი" ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ეს ნიშ­ნავს თავ­მჯდო­მა­რეს და მეც, ყველ­გან, სა­დაც ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, ისე­დაც პრე­ზი­დენ­ტი ვი­ყა­ვი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა