თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტარებმა 24-ით ერთის წინააღმდეგ ხმა შიხიაშვილის კანდიდატურას მისცეს. ირაკლი შიხიაშვილს კოლეგებმა გამარჯვება ტაშით მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია 25-მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმი შეადგენდა 24-ს. საკრებულოში ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი შს სამინისტროს კადრია.
დღესვე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს პოსტი 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გიორგი მუსხელიშვილმა დაიკავა.