მამა ელიზბარი: სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი?

მამა ელიზბარი: სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი?

გიორგი გაბედავას საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე (იხ. სტატიის სრული ვერსია) კომენტარი, წმინდა სამების საკათედროს ტაძრის დიაკონს მამა ელიზბარ დიაკონიძეს ვთხოვეთ:

- მან აგრეთვე ბრალი დაგდოთ მრუშობაში, ვითომდა ზაზა გაბედავამ თქვენ გაჩუქათ ფული, რაც თქვენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში დახარჯეთ. დამეთანხმებით, ეს სასულიერო პირისთვის საკმაოდ მძიმე ბრალდებაა...

- ზაზა გაბედავა დახეული პალტოთი დადის და ძალიან ცუდ დღეშია (ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ) და რისი ფულის მჩუქებელი იყო?! რომც ეჩუქებინა, სად მიყურა, მე სად ვიარე და რა ვაკეთე? ერთადერთი სურათი გადამიღო და დადო ინტერნეტში, სადაც მე ჩოხით და ხანჯლით ვარ. ამ სურათს მიწერილი აქვს, ვითომ სტრიპტიზ კლუბშია გადაღებული, სტრიპტიზ-კლუბში ჩოხითა და ხანჯლით წავიდოდი? მაგ ხალხს ვურჩევდი, მიხედონ თავიანთ სულებს და სხვის სულში ხელის ფათურს თავს თუ დაანებებენ, უკეთესი იქნება. ვერ ვხდები, რაში დაჭირდა ამ პატარა ბავშვს 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთან შერკინება, ხომ გაგიგიათ ვაჟას სიტყვები : "ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველებოდესო". ის, რომ ზაზა გაბედავა აქ ვერ ჩამოდის, მისი დანაშაულებრივი წარსულის ბრალია და არა მისი ზვიადისტობის. ზვიადის გამო ვინც იყო დევნილი, ყველა დაბრუნდა და ზოგს თანამდებობებიც კი აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია