არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს

არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს

ფსიქოთერაპევტ თამთა ჭურაძის თქმით, დიეტამ და შიმშილმა შესაძლოა, თავიდან ადამიანს წონაში დააკლებინოს, მაგრამ ის ისევ მოიმატებს კილოგრამებს და ჯანმრთელობაც შეერყევა.

- რა არის წონაში დაკლების თქვენეული მეთოდი?

- არავითარი შიმშილობის დიეტა! ჩვენი საიდუმლო გემრიელი კვება და წონაში კლებით მიღებული სიამოვნებაა. გააჩნია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და წონას. დანარჩენზე თვითონ ვზრუნავთ. არ არის საჭირო უმარილო და შეზღუდული პროდუქტები.

- ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ბევრი უჩივის ჭარბ წონას და მოსახლეობის დიდი ნაწილიც დიეტებს მიმართავს.

- ჭარბწონიანთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია, რაც გამოწვეულია კვების რაციონის არასწორი შერჩევით, არააქტიური ცხოვრების წესით და რაც მთავარია, არასწორად შერჩეული დიეტით. უმეტესად ამ დიეტებს ჭარბწონიანები ინტერნეტით ირჩევენ. სწორედ ინტერნეტდიეტებია დამღუპველი. ერთკვირიანი დიეტის შემდეგ, ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი ადგება: თავს იჩენს ენდოკრინოლოგიური პრობლემები, სხვადასხვა დაავადება ანუ ინტერნეტდიეტა უკუშედეგს იძლევა. ადამიანი მეტად იმატებს წონაში და ეს ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის.

- ამ თვალსაზრისით მაინც როგორია სტატისტიკა?

- ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას საზოგადოებაში სწორი კვების პრინციპების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. ჩვენი ექსპერტები ყველას მოუწოდებენ, არ მიჰყვნენ ინტერნეტდიეტებს და არაპროფესიონალების რჩევებს. ჭარბწონიანობა XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოციალური პრობლემაა, რომელიც უკვე ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო.. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჭარბი წონის პრობლემამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 42 მილიონ შემთხვევას უკვე დიდი ხანია, გადააჭარბა. განვითარებდ ქვეყნებში სიმსუქნით 115 მილიონი ადამიანია დაავადებული და ეს მაჩვენებელი თანდათან იზრდება.

ჭარბი წონა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს იწვევს, კერძოდ, კარდიოვასკულარული დაავადებას, დიაბეტს, ინფარქტს და ზოგიერთი სხეობის სიმსივნესაც კი. დადგენილია, რომ ჭარბწონიანობის გამო მსოფლიოში ყოველ წელს, 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია