თბილისის მერის, გიგი უგულავას შეფასებით, დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს უკვე ანგარიშით 1:0 უგებს. "ჩვენი კანდიდატი უკვე უგებს სამთავრობო ძალის კანდიდატს ანგარიშით 1:0, არა იმიტომ, რომ ჩვენი კანდიდატი უფრო გამოცდილია და მეტი პოლიტიკური წონა აქვს, არამედ იმიტომ, რომ დავით ბაქრაძე არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მიერ არჩეული. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩვენ ვნახეთ, როგორ შეირჩა ის. მარგველაშვილი უკონკურენტო და "შეკითხვების გარეშე" კანდიდატი იყო. მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას მინიმუმ შიდა დებატები მაინც უნდა გაიმართოს", - აღნიშნა უგულავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.