მაიკლ ჯექსონის მკვლელი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს

მაიკლ ჯექსონის მკვლელი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს

პოპ-მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონის ყოფილი მკურნალი ექიმი კონრად მიურეი, რომელიც არაგანზრახ მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, ციხეს 2013 წლის 28 ოქტომბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტეხასელი კარდიოლოგის ადვოკატი ავრცელებს.

კარდიოლოგს 2011 წლის ნოემბერში 4 წლით თავიუსფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამგვარად, ექიმი საპყრობილეში საჯელის მხოლოდ ნახევარს მოიხდის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში 60 წლის კარდიოლოგს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ციხეში მოხვედრის შემდეგ, გაუარესდა. პატიმარი, ფაქტობრივად, შიმშილობს, რის გამოც 14 კგ დაიკლო წონაში. 2012 წლის ოქტომბერში იგი ვენებში თრომბის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური ვერსიით, პოპ-ვარსკვლავი მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს პრეპარატ პროპოფოლის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს მის გვერდით მომღერლის მკურნალი ექიმი კონრად მიურეი იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მიურეიმ მისცა პოპ-ვარსკვლავს პრეპარატის გადაჭარბებული დოზა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო კონტროლი აღარ გაუწია.

ექიმი მუსიკოსის სიკვდილში დამნაშავედ სცნეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"ზაფხულის ღამის ჯაზი" - პირველი 3-დღიანი ფესტივალი პანდემიის შემდეგ

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

"ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი" - Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!