როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბევრგან დაიწერა, რომ ფსიქიატრებს ამ კვლევის ჩასატარებლად სოლიდური თანხა გადაუხადეს, თუმცა უცნობია, ვინ იყო დამკვეთი. დასკვნა, რომლის შემდგენლებადაც დასახელდნენ ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, სკანდალურია და მას დამაჯერებლობას მატებს აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომელიც გამართლდა: "ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც".

ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის დიაგნოზი: "ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი".

ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა. "რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა. ჩაკეტილი ბიჭი იყო და უჭირდა კლასელებთან ურთიერთობა. თუმცა მაღალ კლასებში ის სკოლის თეატრალურ წრეშიც იყო და წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თეატრით გატაცებულმა მოზარდებმა სამოყვარულო ფილმების (მათ შორის პორნოგრაფიული შინაარსის) გადაღება დაიწყეს, რასაც სკანდალი მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის დატოვება მოუხდა. ის კიევში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მორიგი სკანდალის (ინტიმური შეხვედრებისთვის თანაკურსელები მის ბინაში იკრიბებოდნენ) შემდეგ კომკავშირიდან გარიცხეს და ხმაური რომ ჩამცხრალიყო, ჯარში წავიდა...

...სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი.

სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს განდიდების მანია, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია.

რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებას ზრდასრულ ასაკში ცდილობდა, ამან გამოიწვია ძალაუფლებისაკენ ლტოლვა. იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა. როდესაც ხედავს, რომ სათანადოდ არ აფასებენ, აგრესიული ხდება. ვვარაუდობთ, რომ მომავალში ეს გამოიწვევს კონფლიქტს საზოგადოებასთან".

პეტრე მამრაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: - სააკაშვილი 1992 წლის ზაფხულში გავიცანი. კიევიდან ახალი ჩამოსული ვიცე-პრემიერ სანდრო კავსაძის აპარატში მოვიდა სამუშაოდ, რომლის თანაშემწეც მე გახლდით. მისგან პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების გარდა, არაფერი მიგრძნია. მეტიც, 2008 წლის მაისში პარლამენტის წევრი სააკაშვილის ნებით გავხდი.

2006 წლის გაზაფხულზე დასავლეთ ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ელჩმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მკითხა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მაჩვენებდნენ რუსულად ამობეჭდილ ტექსტს, რომელიც იწყებოდა იმით, რომ წამყვანმა შვიდმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ ევროპაში ვიღაცის დაკვეთით იმუშავა სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. ზოგადად, როდესაც ახალი ლიდერი მოდის ქვეყნის სათავეში, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ პორტრეტზე, რაც, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია. ცნობილი შემთხვევაა, რომ ერთმა გამოჩენილმა ფსიქიატრმა 40-იანი წლების დასაწყისში შეადგინა ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი და ყველაფერი იწინასწარმეტყველა მისი ავანტიურისტული ქმედებებისა და თვითმკვლელობის ჩათვლით. ეს კვლევა მაშინ საიდუმლო დოკუმენტის სახით დაიდო მოკავშირეების მაგიდაზე, მაგრამ დღეს ის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი დიპლომატი, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში იყო საქართველოში და კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. მან მითხრა, როგორც გამსახურდიამ მიიმწყვდია თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი და პისტოლეტი ერთმანეთის შესახვედრად ამოძრავდნენ და ბოლოს შეხვდნენ, სააკაშვილის შემთხვევაშიც ამავეს ვხედავ. ეს მოძრაობა დაწყებულია. ვერ გეტყვით, რა დრო გავა, ვიდრე ეს მოხდება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენი უბედური პრეზიდენტი და პისტოლეტი ერთმანეთს შეხვდებიანო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა