"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"

"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება, - ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, დაისვა საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, საზღვრის თაობაზე, რომლის მოწყობა უკანონოდ მიმდინარეობს და დაისვა დევნილების საკითხი.

"პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, ასევე იყო მიღებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ, სადაც მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქრისტიანები, რომლებიც იდევნებიან. როგორც მეუფე თეოდორემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და ასევე სურდა, ჩართული ყოფილიყო ამ ტექსტში აფხაზეთი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, რუსეთის პატრიარქისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, როგორც მან აღნიშნა, ეს ტაძრები ისევ მძიმე მდგომარეობაშია.

"რუსეთი თითქმის ცდილობს დაგვეხმაროს და ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. იყო შეხვედრა ჩვენი ეპისკოპოსის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ჩართულები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთში, ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კოდორის ხეობასა და გალის რაიონში", - დასძინა მეუფე თეოდორემ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?