მიხეილ სააკაშვილი - ყველა აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული

მიხეილ სააკაშვილი - ყველა აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული

ვისაც ოდნავ ობიექტურობის გრძნობა შერჩენია, ყველა აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილი წმინდა პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააკაშვილმა კაჩინსკის ვანო მერაბიშვილის მონახულების გამო მადლობაც გადაუხადა.

"ჩვენთვის იაროსლავ კაჩინსკის ვიზიტი მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ, რომ პოლონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოზე. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა ოკუპაციის წინააღმდეგ. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ მოინახულა ვანო მერაბიშვილი, რომელიც სრულიად უსამართლოდ და წმინდა პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული. ამას წყალი არ გაუვა და ამას ყველა აღიარებს ვისაც ოდნავ ობიექტურობის განცდა შერჩენია ქვეყნის შიგნით და გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი იზეიმებს და ეს უკანონობა შეჩერდება და შეწყდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იაროსლავ კაჩინსკის ძმის, ლეხ კაჩინსკის საქართველოსთან მიმართებაში დამსახურებაზე. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს არასდროს დაავიწყდება ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული ღვაწლი.

"ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება საქართველოს ეროვნული გმირის, ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენაში, საქართველოს დამპყრობლის შეჩერებაში თბილისის კარიბჭესთან და იმაში, რომ საქართველოს დროშა ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა