მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!

მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!

თემის გაგრძელება

მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებს, გასაჭირშია. თუმცა, სანამ ამის შესახებ გიამბობთ, შეგახსენებთ "კანფეტებიან ძიას", რომელიც "კვირის პალიტრამ" რამდენიმე თვის წინ გააცნო მკითხველს.

ქუთაისელი თემური თბილისში, N66-ის ხაზზე მოძრავი ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. მასთან მგზავრობა ყველას მოსწონს, რადგან ტრანსპორტში ასვლისთანავე კანფეტს გიწვდის და გიღიმის, გემოვნებიან მუსიკას გასმენინებს, სიცხეში კონდიციონერის ჩართვა არ ავიწყდება... ქართველი მძღოლებისთვის უჩვეულო საქციელის გამო თავიდან იბნევი, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო, რა ხდება. შემდეგ კი სამუდამოდ გამახსოვრდება, რომ ქალაქში ყვითელი "მარშრუტკით" დადის კაცი, რომელიც სიკეთეს და ღიმილს თესავს. ყველა მგზავრს გვეგონა, რომ თემური ძალიან ბედნიერი კაცია, მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გასაჭირში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს. მიუხედავად ამისა, სითბო და სიკეთე არავისთვის ენანება.

2008 წელს უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. 6 თვის განმავლობაში თავიდან აწყობდნენ ექიმები. გადარჩა, მაგრამ ერთბაშად დაკარგა ჯანმრთელობა, სახლი, ქონება. დარჩა ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. მეუღლე და 19 წლის ვაჟი დღეს დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. მიტოვებული ჰყავს მოხუცი დედა.

თემური კარგა ხანს ღამეს ღია ცისქვეშ ათევდა, სანამ მუხიანში, საბავშვო ბაღის შენობაში ერთმა მოხუცმა არ შეიფარა. მანამდე მონასტერშიც იცხოვრა. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ წამოვიდა და მძღოლი გახდა. "ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას", - იხსენებს თემური. ღმერთმა გადმოხედა და თბილისის რკინიგზის სადგურზე ცხრა ღამის გათენების შემდეგ უცნობმა ახალგაზრდამ სამსახური აპოვნინა. სამარშრუტო ტაქსების გარაჟში თითქმის მაშინვე აიყვანეს მძღოლად. მას შემდეგ თვეში ერთდროულად სამ ვალს ისტუმრებს, ერთი წლის ბოლოს დამთავრდება, ორსაც წელიწად-ნახევარში მორჩება, მაგრამ კიდევ რჩება ვალი, 12 ათასი დოლარი. არაფერია, ღმერთი შემაძლებინებს და მაგასაც გავისტუმრებო, - ამბობს სევდიანი ღიმილით, მაგრამ საქმე არც ისე იოლად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ კეთილ მძღოლს მასავით კეთილი მეგობრები ჰყავს. ავტოავარიამდე, სანამ საქმე კარგად მისდიოდა, ბიზნესის გასაფართოებლად ფული დასჭირდა და რადგან ბანკმა გაუჭიანურა კრედიტის მიცემა, საქმე კი არ იცდიდა, მეგობარმა შესთავაზა, ჩემი სახლი დავაგირაოთ და კერძო პირებისგან ავიღოთ ვალი, ამასობაში ბანკიც დაგიმტკიცებს სესხს და ჩემს ბინასაც გამოვიხსნითო. სამწუხაროდ, მეგობრებს ბედმა დასცინა. თემური მალე ავარიაში მოყვა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ისევე, როგორც მისი ქონება, მეგობრის სახლიც დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია