როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!

როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!

დუმილი ზოგჯერ ოქროა, ზოგჯერ თანხმობის ნიშანი, ხანდახან კი - მრავლისმეტყველი. საინტერესოა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან დუმილის რომელ კატეგორიასთან გვაქვს საქმე.

"მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს FBI-ს ჯგუფი იჯდა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი", - განაცხადა სააკაშვილმა 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

სიმართლე გითხრათ, თქვენს მონა-მორჩილს ეგონა, რომ ამ განცხადების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირი სცენარით განვითარდებოდა - თავად FBI, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ამერიკის საელჩო კატეგორიულად უარყოფდა სააკაშვილის განცხადებას. თუმცა 21 ივლისიდან საკმაოდ ბევრი დღე გავიდა და ამერიკული მხარე საეჭვოდ დუმს. არადა, სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, დანაშაულის თანამონაწილედ დაასახელა. 2011 წლის 26 მაისის მოვლენები ოფიციალურად აღიარებულია, როგორც სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით გასამართლდება ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი.

თუმცა 2 წლის წინათაც ყველაფერი ნათელი იყო.

იმ დღეს, ათეულობით ჟურნალისტის თვალწინ, ადამიანები კი არ დაშალეს, სპეციალურად ალყაში მოაქციეს, სასტიკად დაარბიეს, ორი ადამიანის ცხედარი მაღაზიის სახურავზე გადამალეს და ვითომდა მას შემდეგ "აღმოაჩინეს", რაც სააკაშვილმა ცხედრებიან რუსთაველზე აღლუმი ჩაიბარა. შემდეგ გარდაცვლილების ოჯახები დააშინეს და ლაპარაკი აუკრძალეს. მსოფლიო შემოიარა კადრებმა, სადაც სპეცრაზმელები გამეტებით ურტყამენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევენ, გასისხლიანებულებს უკრავენ ხელებს და ცხვრებივით ყრიან მიწაზე. შემდეგ კი, ჟურნალისტებზეც დაიწყეს ნადირობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ