20 წლის "ბაიკერის" საბედისწერო სიყვარული და ავარიის შემზარავი დეტალები

20 წლის "ბაიკერის" საბედისწერო სიყვარული და ავარიის შემზარავი დეტალები

20 წლის ბექა სეხნიაშვილი საყვარელ გოგონასთან ოჯახის შექმნასა და ლამაზ შვილებზე ოცნებობდა... ბექა "ბაიკერი" იყო, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაწმინდისკენ მიჰქროდა, ავტოვარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საპარლამენტო უმცირესობის, გიგი წერეთელის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ავტომობილით დაეჯახა. ამბობენ იმასაც, რომ დეპუტატის ვაჟი ნასვამი იყო. ტრაგედიის დეტალებზე და ახალგაზრდა ბაიკერის შესახებ ბექას ოჯახის წევრი გვიამბობს...

- ბექა თინეიჯერობის ასაკში რომ შევიდა ცოტა შეიცვალა, გულჩათხრობილი გახდა. ერთხელ დედამისმა შემომჩივლა, - შეყვარებულია, "ბაიკერი" გოგონა უყვარს, მის გარდა, არავის და არაფრის გაგონება არ უნდაო... მშობლებმა გული არ დაწყვიტეს და მასაც უყიდეს მოტოციკლი... მერე აიჩემა, ამ მოტოციკლეტს პატარა სიჩქარე აქვს, უფრო მძლავრსიჩქარიანი უნდა ვიყიდოო და მამამ გერმანიიდან ჩამოუყვანა. თუმცა დედა სულ ნერვიულობდა, ეშინოდა ხიფათს არ გადაყროდა. იმ საბედისწერო ღამესაც გათენებამდე ელოდა ბექას შინ დაბრუნებას... შვილის ლოგინში თვალმოუხუჭავად გაათენა, მერე სამსახურში წავიდა და დაიბარა, ბექა მოვა თუ არა, დამირეკეთო. ბექა აღარ მოვიდა... საშინლად დასახიჩრებული მოიტანეს მისი უსიცოცხლო სხეული. საბრალო ბიჭი, ულამაზესი იყო, ძალიან კოხტა, ლამაზად ჩაცმა უყვარდა, არაჩვეულებრივი თბილი ღიმილი ჰქონდა...

- მის შეყვარებულს თუ იცნობდით?

- არა, თეონას არ ვიცნობდი, თუმცა გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი გოგო იყო და ბექას უსაზღვროდ უყვარდა. "ბაიკერიც" ამ სიყვარულის გამო გახდა. უნდოდა, რომ სულ მის გვერდით ყოფილიყო. თეონა პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ბექას სამძიმარზე მოვიდა. მართლა ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია