და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე - "ვერ გეტყ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლად რა მო­მე­წო­ნა და­თო­ში"

და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე - "ვერ გეტყ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლად რა მო­მე­წო­ნა და­თო­ში"

ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" პრა­ი­მე­რის წე­სით და­ვით ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­კა მეტ­რე­ვე­ლი ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლეს გვერ­დში უდ­გას. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­მო ბაქ­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. სწო­რედ ამ და ბევრ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტარ და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­კა მეტ­რე­ველს ვე­სა­უბ­რეთ:

- წელს და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, ამი­ტომ ბავ­შვებ­თან ერ­თად ზაფ­ხულს კო­ჯორ­ში, იმ სახ­ლში ვა­ტა­რებ, რო­მელ­ზეც თქვეს, და­ვით ბაქ­რა­ძის სა­სახ­ლე­ა­ო. არადა, სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი და­თოს, რო­ცა მა­მა­ჩემ­მა კო­ჯორ­ში ეს სახ­ლი აა­შე­ნა. ჩვენ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს ად­რე უფ­რო გან­ვიც­დი­დი, ალ­ბათ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა. ჩვენ­ზე უამ­რა­ვი რამ და­წე­რი­ლა, თუნ­დაც ნა­დი­რო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბული ამ­ბა­ვი. ესეც ტყუ­ი­ლი იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სი­მარ­თლე მა­ლე მჟღავ­ნდე­ბა. ჩვენს ოჯახს ვინც იც­ნობს, იცის, რა არის სი­მარ­თლე და რა არა. და­თო პო­ლი­ტი­კო­სია და მას შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­უ­ძებ­ნო, მაგ­რამ მეც რომ გად­მომ­წვდნენ და და­წე­რეს, თით­ქოს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ჩა­მი­რიცხ­ეს - სიც­რუ­ე­ა.

- აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ მე­უღ­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით აქ­ტი­უ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ დაწყ­ე­ბუ­ლა, ამი­ტომ ში­და­პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში არ ჩავ­რთულ­ვარ. რო­ცა გაქვს პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა, ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფაქ­ტი­ა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ოქ­ტომ­ბერ­ში ვნა­ხავთ.

- რო­დის შექ­მე­ნით ოჯა­ხი?

- მე და და­თო 23 წლის ასაკ­ში შე­ვუღ­ლდით, მა­ნამ­დე ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ვმე­გობ­რობ­დით. კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ვიტყ­ვი, რა მო­მე­წო­ნა მას­ში, რო­გორ მომ­ხიბ­ლა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად. გა­უ­აზ­რებ­ლად არ მიგ­ვი­ღია და­ქორ­წი­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. და­თო ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი­ა. შე­გიძ­ლია ბო­ლომ­დე და­ეყ­რდნო და მშვი­დად იგ­რძნო თა­ვი. ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბა, თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით, შინ მო­დის. სხვა­გან ვახ­შმო­ბას ურ­ჩევ­ნი­ა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნოს. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ზე ძი­რი­თა­დად მე ვზრუ­ნავ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს და­თოს­თან შე­თან­ხმე­ბით ვა­კე­თებ.

- სი­ურ­პრი­ზებს ხში­რად გიწყ­ობთ?

- ამის დრო არა აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ახერ­ხებს.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოში მო­დის კვი­რე­უ­ლი შემოიღეთ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ სფე­როს ხელ­შეწყ­ო­ბა?

- და­მი­კავ­შირ­და ჩე­მი და სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" ხელ­მძღვა­ნელ ნა­ტა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლის სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი და შე­მომ­თა­ვა­ზა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე. ყვე­ლა ქალს აქვს მო­დას­თან ში­ნა­გა­ნი კავ­ში­რი. გა­რე­დან ჩან­და, რომ რად­გან და­თო ბაქ­რა­ძის ცო­ლი ვარ, თით­ქოს მარ­ტი­ვი იყო ჩემ­თვის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად სპონ­სორ­თან სა­უ­ბა­რი მი­ჭირ­და, არ მსურ­და მათ დის­კომ­ფორ­ტი შექ­მნო­დათ, არ მინ­დო­და ხალხს ეთ­ქვა, ბაქ­რა­ძის ცო­ლია და სა­კუ­თა­რი მოთხ­ოვ­ნე­ბი აქ­ვსო. უა­რიც უთ­ქვამთ სპონ­სო­რებს და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმიღია, მეც რომ მქონ­დეს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი, თა­ვად გან­ვსაზღ­ვრავ­დი იმ პრი­ო­რი­ტე­ტებს, რა­შიც ფულს გა­და­ვიხ­დი­დი. მო­დის კვი­რე­ულ­მა უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. რომ მცოდ­ნო­და, რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მე­ტად დავ­ფიქ­რდე­ბო­დი.

- რა­ტომ და­ი­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი?

- ჩემს ად­გილს ვე­ღარ ვხე­დავ ამ სფე­რო­ში. არ ვი­ცი, ნა­ტა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი გა­აგ­რძე­ლებს თუ არა კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად აღარ ჩა­ვერ­თვე­ბი.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ყვე­ლა პირ­ვე­ლი ლე­დი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა, თუ ბა­ტო­ნი და­ვი­თი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა, მზად ხართ ქვე­ლმოქ­მე­დე­ბის­თვის?

- ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა პირ­ვე­ლი ლე­დი იყო, მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბის გარ­და, უამ­რა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია გავ­მარ­თეთ, ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ხელ­შეწყ­ო­ბით არა­ერთ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რეთ. ახ­ლაც ვე­წე­ვი ქველ­მოქ­მე­დე­ბას. რთუ­ლია იყო პირ­ვე­ლი ლე­დი. ვერ გეტყ­ვით, რას გა­ვა­კე­თებ, რად­გან ამის გა­ფიქ­რე­ბაც კი მი­ჭირს. რო­ცა პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში ერ­თვე­ბი, გაქვს ამ­ბი­ცი­ა, რომ გა­ი­მარ­ჯვო. ეს არ არის ბრძო­ლა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი აგ­რე­სი­ას ვერ ფა­რავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის მი­მართ, თქვენ რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- ძნე­ლი­ა, რო­ცა ხალ­ხის­გან აგ­რე­სია მო­დის. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უფ­რო კარ­გად გა­მოჩ­ნდა, რა იყო მო­სა­წო­ნი და რა არა. თი­თო­ე­ულ­მა თა­ვის საქ­მე რომ აკე­თოს, არ იქ­ნე­ბა ამ­დე­ნი აგ­რე­სია და ყვე­ლა არ ჩა­ე­რე­ვა სხვი­სი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია