მოშიმშილე პატიმარი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა

მოშიმშილე პატიმარი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა

რუსთავის N17 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებული გიორგი ხურციძე, წუხელ, გვიან ღამით სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი ხურციძის დამ, ქრისტინე ხურციძემ განუცხადა.

ქრისტინე ხურციძის ინფორმაციით, წუხელ მას N17 დაწესებულებიდან სხვა მსჯავრდებულებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ის დილიდან იმყოფება N17 დაწესებულებაში და ამაოდ ითხოვს ციხის დირექტორ ალექსანდრე ბირთველიშვილთან შეხვედრას.

ქრისტინე ხურციძის განცხადებით, N17 დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ გიორგი ხურციძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სათანადო სამედიცინო დახმარებს უწევენ.

ამ დროისათვის N17 დაწესებულებასთან შეკრებილები არიან მოშიმშილე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. ისინი დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მისვლას ელოდებიან.

უკვე მეათე დღეა რაც მე-17 დაწესებულებაში 50-მდე მსჯავრდებული შიმშილობს, ისინი მოითხოვენ რომ მათი განაჩენი გადახედილი იქნას, ზოგიერთი კი მათი საკითხის ე.წ. უდოს კომისიაზე განხილვას მოითხოვს. მოშიმშილე პატიმართაგან, ერთ-ერთის ირაკლი შულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა.

ირაკლი შულაიას, არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებას უწევენ და წვეთოვანი აქვს დადგმული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ