ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ

ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ

"საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Los Angeles Times ქეროლ ჯეი უილიამსის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პატარა ქალაქ გორში, სადაც 1878 წელს სტალინი დაიბადა, მისი სასტიკი მემკვიდრეობის მუზეუმის წინ საბჭოთა ეპოქის დიქტატორის, იოსებ სტალინის ბრინჯაოს ქანდაკებას მალე აღმართავენ, როგორც ეს ქვეყნის კულტურის სამინისტრომ განაცხადა.

"სამი წლის წინ, სტალინის 20-ფუტიანი (6-მეტრიანი) ქანდაკება შუაღამით ჩამოაგდეს კავკასიის ამ რესპუბლიკაში ტოტალიტარული ეპოქის დასრულების ნიშნად, რომელიც პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღმოიფხვრა. მას შემდეგ ქანდაკება გორში, სამხედრო ბაზაზე ეგდო", - წერს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, სტალინის ქანდაკების ახალი ადგილსამყოფელი მუზეუმის ეზო უნდა იყოს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთი ებანოიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, თუ სად და როდის აღიმართოს სტალინის ქანდაკება.

"სააკაშვილის განცხადებით, ის აღაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ და კულტურის სამინისტროს მიერ 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, ქანდაკების აღმართვაზე ნებართვის გაცემამ", - წერს სტატიის ავტორი და საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს ციტირებს, რომელმაც სტალინის ქანდაკების აღმართვას წარმოუდგენლად ბარბაროსული, ანტიქართული, ანტინაციონალური და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, რადგან ის საქართველოს საეთაშორისო იზოლაციაში აქცევს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სააკაშვილისა და მისი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობით საქართველო უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სტალინის ხარკისგან გათავისუფლდა.

"თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილება რეალურად შესუსტდა საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, რაც ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ხელში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მხარს უჭერს გორის ადმინისტრაციის კამპანიას – სტალინის ქანდაკების აღმართვასთან დაკავშირებით", - წერს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქანდაკებები სტალინის საპატივსაცემოდ, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან სიკვდილის ბოლომდე მართავდა და მილიონობით ადამიანის სიკვდილში იყო პასუხისმგებელი, საბჭოეთის მიერ მართვად აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში აღმართეს.

"ორი ათწლეულის წლის წინ, ანტიკომუნისტური ამბოხებების შემდეგ, როცა სააშკარაოზე გამოიტანეს სტალინის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ქანდაკებების უმრავლესობის დემონტაჟი მოახდინეს. თუმცა, მის მშობლიურ საქართველოში, ჯერაც ბევრი მიიჩნევს სტალინს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და მისი ზესახელმწიფოდ ქცევის მთავარ ძალად", - აღნიშნავს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მარტში ჩატარებული კარნეგის ცენტრის კვლევის მიხედვით, ქართველთა 68% მიიჩნევს, რომ სტალინი "ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძლევამოსილება და კეთილდღეობა მოუტანა".

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია