კახიანებმა სადავო ბინა დაცალეს

კახიანებმა სადავო ბინა დაცალეს

იმედა კახიანის ოჯახმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, (30 ივლისამდე) ერთი დღით ადრე ვერაზე, გუდაურის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლი დაცალა. სახლი მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს ეკუთვნოდა...

ნუგზარ ქვარცხავა, ნატალი ჭეიშვილის, ბინის კანონიერი მეპატრონის მეუღლე:

- კახიანებმა 30 ივლისამდე, ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე დაცალეს საცხოვრებელი სახლი, ამის შესახებ აღსრულების სამსახურს აცნობეს და უთხრეს, რომ ბინის გასაღები იქვე, უბნის სასურსათო მაღაზიაში იქნებოდა დატოვებული. ჩვენც წესის თანახმად აღსრულების სამსახურთან ერთად მივედით, დავათვალიერეთ ბინა და მიღება-ჩაბარების აქტით გადმოგვეცა საცხოვრებელი სახლი.

- კახიანებთან პირადად არ გქონიათ ურთიერთობა? თქვენთვის არ მოუმართავთ?

- არა.

- ბინაში უკვე გადახვედით?

- არა, რადგანაც ბინა სარემონტოა და თან, ჯერჯერობით ცარიელი... ეს ამბავი 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამის ნიადაგზე ჩემს მეუღლეს, ნატალი ჭეიშვილს ნევროზი დაემართა. ძირითადად, მხნედ იყო ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეებში, ნერვებმა უმტყუნა და ახლა საქართველოში არ არის, ცოტა ხნით დასასვენებლად გავუშვი.

იმედა კახიანის ოჯახისა და ნატალი ჭეიშვილის საკუთრებაზე დავა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც კახიანები ექვსი თვით, ჭეიშვილის ბინაში კორპუსის ამხანაგობის თხოვნით დროებით შესახლდნენ.

ბინის მეპატრონემ სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 12 აპრილს, ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით, კახიანებს ბინა უნდა დაეცალათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია