"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"

"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ექ­სმი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე აცხ­ა­დებს, რომ "ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მე" შე­კე­რი­ლია და რე­ა­ლუ­რად და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. იყო თუ არა ამ სა­კითხ­ზე ლა­პა­რა­კი პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე,­ გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­ტო­ნი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

- პრემიერთან შეხვედრისას ალ­ბათ, ილა­პა­რა­კებ­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე. ე.წ ტრაქ­ტო­რე­ბის თე­მა­სა და და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. რა ით­ქვა?

- ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის რეპ­ლი­კა, რომ იმ დღეს პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვე­სა­უბ­რა, აღ­ვიქ­ვი სწო­რედ მო­წო­დე­ბად, რომ კირ­ვა­ლი­ძის თე­მის­თვის გვერ­დი აგ­ვევ­ლო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვით პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­გორც ჩანს, ამ მი­ნიშ­ნე­ბას ალ­ღო ავუ­ღეთ და დუ­მი­ლი ვამ­ჯო­ბი­ნეთ. უპ­რი­ა­ნი­ა, და­ვე­ლო­დოთ სა­სამა­რთლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლებას, პრო­კუ­რა­ტუ­რის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას.

- თქვენ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეთ ამ საქ­მი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­ში და თქვით, რომ კირ­ვა­ლი­ძე მის პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას ემ­სხვერ­პლა.

- მზაკ­ვრო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ამ საქ­მე­ში იმ­დე­ნად მა­ღა­ლი­ა, რომ ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის კი არა, მთე­ლი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას, ეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის ნა­მუს­ზე იყოს, რო­მელ­მაც ჩე­მი ნათ­ქვა­მი­დან ამ საქ­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი ამოჭ­რა და მხო­ლოდ ის და­ტო­ვა, თუ ვინ სცე­მა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს. თუმ­ცა ასე­თი რამ ნამ­დვი­ლად მოხ­და და არც ერ­თი მხა­რე ამას არ უარ­ყოფს.

- ანუ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ გა­ლა­ხა ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი?

- დი­ახ. თუმ­ცა ეს ნამ­დვი­ლად არ არის იმის მი­ზე­ზი, რაც დღეს და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა, ამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რო­რე­ბის ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­ერ.

- კარ­გი, ახ­ლა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- ჯერ ერ­თი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია უზარ­მა­ზა­რი თან­ხა, რაც იწ­ვევს მა­დის აღ­ძვრას ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სა თუ სტრუქ­ტუ­რის­თვის, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­სუ­ნა­გის ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. გარ­და ამი­სა,­ დე­მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ა, რო­მელ­ზეც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამ­დენს ვლა­პა­რა­კობ­დით, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დაწყ­ე­ბუ­ლა, მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ და სა­დაც იყ­ვნენ, ისევ დარ­ჩნენ. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტი, რო­გორც ჩანს, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის წყა­რო სადღ­აც სხვა­გან აღ­მო­ცენ­და და გა­უ­გე­ბა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო გა­ი­ა­ფე­ბა იმ პრო­დუქ­ტი­სა, რაც ამ მი­ზე­ზით იყო ძვი­რი. სხვა­თა შო­რის, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ შეხ­ვედ­რა­ზეც დას­ვა კითხ­ვა - რა­ტომ არ იაფ­დე­ბა­ო? კირ­ვა­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბა, რო­გორც ჩანს, ბევრს სე­რი­ო­ზუ­ლად უშ­ლი­და ხელს. მის გა­რე­შე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მა უფ­რო გაძ­ნელ­დე­ბო­და, ესეც შე­დიო­და გარ­კვე­უ­ლი პოლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რეს­ში. ვი­ღა­ცას სურ­და ისიც, რომ ამას მოჰ­ყო­ლო­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კრი­ტი­კა. რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას არ იწყ­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ჩე­ხუ­რი "ზე­ტო­რის" ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის მოწყ­ო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ბო­ტა­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს ბევრ კითხ­ვას წარ­მო­შობს. ეს სა­ბო­ტა­ჟი გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ ამ ტრაქ­ტო­რებ­ში სხვა­დასხვა დროს და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჩას­ხმუ­ლი იყო დი­ზე­ლის ნაც­ვლად ქვი­შა­ნა­რე­ვი საწ­ვა­ვი, რა­საც ისი­ნი მწყობ­რი­დან გა­მოჰ­ყავ­და. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ძრა­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის რკი­ნის ნაჭ­რე­ბი. ამის ჩა­ფიქ­რე­ბას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ერ­თი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ვერ შეძ­ლებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ფორ­მა­ლუ­რად ეს სა­კითხი ინი­ცი­რე­ბუ­ლია "ჯი-­თი ჯგუ­ფის" მი­ერ, რო­მე­ლიც იგებ­და ყვე­ლა ტენ­დერს ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს. მა­ინ­ტე­რე­სებს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­ტომ არ გა­მო­ი­ძია კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი და­იწყ­ო, შსს-ში შე­იქ­მნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს, რა­თა და­ედ­გი­ნათ, რო­მე­ლი ტრაქ­ტო­რი უკე­თე­სი იყო. ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლია იმ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მოად­გი­ლის გე­ლა ხვე­დე­ლი­ძის მი­ერ. ამ ცნო­ბა­ში შეც­ვლი­ლია ტრაქ­ტო­რე­ბის წო­ნა. რო­გორც ჩანს, ყუ­რი მოჰ­კრეს, რომ მო­სახ­ნა­ვად უმ­ჯო­ბე­სია მძი­მე ტრაქ­ტო­რი, ვიდ­რე მსუ­ბუ­ქი, ჰო­და, ჩე­ხურ ტრაქ­ტორს მო­აკ­ლეს 250კგ, თურ­ქულს კი მი­უ­მა­ტეს 200კგ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ი­ძი­ოს და და­ად­გი­ნოს, ეს შეც­დო­მაა თუ და­ნა­შა­უ­ლი.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა