ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს

ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს

ბათუმის ყოფილ მერს, რობერტ ჩხაიძეს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს. გარემოსდამცველმა ვახტანგ ოქროპირიძემ საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურასა და აჭარის მთავარ სამმართველოში შეიტანა.

გარემოსდამცველი ითხოვს, ბათუმის ყოფილი მერი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის და შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრონ:

"რობერტ ჩხაიძის მიერ არასათანადო სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხდებოდა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და დახოცვა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაისაჯონ კონკრეტული პირები", - აღნიშნა ვახტანგ ოქროპირიძემ.

ოქროპირიძე მოითხოვს, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა შეწყდეს.

აღნიშნულ განცხადებას ბათუმის მოქმედმა მერმა ჯემალ ანანიძემ უპასუხა. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მაწანწალა ძაღლების დახოცვის ფაქტები შემცირებულია, ბათუმის მერი საკითხის გადასაჭრელად გარემოს დამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

"ქალაქში მაწანწალა ცხოველების ლიკვიდაცია ჩვენ შევწყვიტეთ, რადგანაც გარემოსდამცველები ამას აქტიურად აპროტესტებდნენ. იყო სასამართლოში საჩივრებიც. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც აქვს გამოცდილება, დაგვიდგეს გვერდში, ერთობლივად შევიმუშაოთ პროექტი და ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქში იყოს თანამედროვე სტანდარტების ძაღლებთან ჰუმანური მოპყრობის მთელი სისტემა-კომპლექსი", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია