"სექ­ტან­ტე­ბი დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბას­თან, სა­საფ­ლა­ო­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან"

"სექ­ტან­ტე­ბი დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბას­თან, სა­საფ­ლა­ო­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან"

იმ რე­ლი­გი­ურ სექ­ტებ­თან ერ­თად, რო­მელ­თაც ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვთ, გვხვდე­ბა ისე­თე­ბიც, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლის­თვის, შე­და­რე­ბით "ა­ხა­ლი ხი­ლი­ა". ემო­ე­ბი, გო­თე­ბი, სა­ტა­ნის­ტე­ბი­ ამ სექ­ტე­ბის წევ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, თავს სუბ­კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ: არი­ან დეპ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბი, უჩ­ვე­უ­ლოდ შე­უწყ­ნა­რებ­ლე­ბი, მო­ძა­ლა­დე­ე­ბიც. ატა­რე­ბენ შავ ტან­საც­მელს, იღე­ბა­ვენ თმას, იკე­თე­ბენ მა­კი­აჟს მთელ სა­ხე­ზე. იყე­ნე­ბენ მე­ტა­ლის, ტყა­ვის ელე­მენ­ტებს.. ეტა­ნე­ბი­ან შა­ვი ფე­რის საკ­ვებს, შო­კო­ლადს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ახალ­შო­ბი­ლის სისხლს იყე­ნე­ბენ კედ­ლებ­ზე პენ­ტოგ­რა­მის და­სა­ხა­ტად... ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ერ­თ-ერ­თმა რეს­პონ­დენ­ტმა, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, გვარ­-სა­ხე­ლის შეც­ვლა გვთხო­ვა:

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მცხოვ­რე­ბი: ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, ძველ სა­ბა­გი­რო გზას­თან, დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ა, მის ზე­მოთ კი სა­საფ­ლა­ო. რამ­დე­ნი­მე თვე­ა, აქ მცხოვ­რებ­ლებს ღა­მით სა­საფ­ლა­ო­დან უც­ნა­უ­რი ხმე­ბი გვეს­მის. რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი ბი­ჭი და­ინ­ტე­რეს­და, შუ­ა­ღა­მი­სას ავიდ­ნენ და ნა­ხეს, რომ საფ­ლა­ვის გარ­შე­მო 60-70 შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი, თავ­ზე შავ­გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იჯ­და, რა­ღაც გა­უ­გე­ბარ სიტყ­ვებს ბუტ­ბუ­ტებ­დნენ, თით­ქოს, ლო­ცუ­ლობ­დნენ, ერ­თგვარ რი­ტუ­ალს ას­რუ­ლებ­დნენ. ახ­ლოს მის­ვლა ვერ გა­ბე­დეს, რად­გან საკ­მა­ოდ ბევ­რნი იყ­ვნენ. დი­ლით კი ერ­თ-ერთ ხე­ზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი კა­ტა ნა­ხეს, ხე­ზე უც­ნა­უ­რი ნიშ­ნე­ბიც იყო ამოჩხ­აპ­ნი­ლი. მე­ზობ­ლებს ძალ­ზე ეში­ნი­ათ, მშობ­ლე­ბი დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვებს გა­რეთ ვე­ღარ უშ­ვე­ბენ, სექ­ტან­ტე­ბი სა­საფ­ლა­ო­ზე ღა­მის 1-ლი სა­ა­თის შემ­დეგ იკ­რი­ბე­ბი­ან, კვი­რა­ში 2-ჯერ მა­ინც.

მაია გო­გი­ა, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი: მორ­წმუ­ნე ოჯა­ხი გვაქვს. და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის გა­მო, სახ­ლში ხში­რად ყოფ­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ. ბო­ლო­ხანს ჩემ­მა 16 წლის გო­გო­ნამ სწავ­ლა­ზე თით­ქმის უა­რი თქვა, სახ­ლში სულ უფ­რო იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და. მე­რე აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო ერ­თ-ერ­თი სექ­ტის წევ­რი იყო და ესეც ჩა­ით­რი­ა. გა­რეგ­ნუ­ლად ცვლი­ლე­ბა ვერ შევ­ნიშ­ნეთ, ერ­თა­დერ­თი, შავ ტან­საც­მელს იც­ვამ­და ხში­რად. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ კი სახ­ლი­დან წა­ვი­და. გვითხ­რეს, რომ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­თან, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლის ბო­ლოს, საწყ­ო­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ძლივს მოვ­ძებ­ნეთ, რი­ტუ­ალს სრულ სიბ­ნე­ლე­ში ას­რუ­ლებ­დნენ, რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი წე­ბო­თიც იყო გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, რის ვაივაგლახით წა­მო­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში. ოჯა­ხის წევ­რებს თით­ქმის არ გველაპარაკება, სულ უფ­რო ცუ­დად სწავ­ლობს; მო­ნას­ტერ­შიც გვყავ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ, ახ­ლა ღა­მე­ებს ვუ­თევთ, რომ სახ­ლი­დან არ გა­იქ­ცეს. არც ხვეწ­ნა ჭრის, არც - ცე­მა, მკაც­რი მოპყ­რო­ბა, აღარ ვი­ცით, რა გზას და­ვად­გეთ...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია