რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი

რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 68 000-მდე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რი ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს კი სტა­ცი­ო­ნარ­ში მხო­ლოდ 1300-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ათე­უ­ლა­თა­სო­ბით ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე პი­რი სტა­ცი­ო­ნარს მიღ­მა რჩე­ბა, მა­შინ რო­ცა არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, არა­ვინ იცის, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა და რო­დის შე­უქ­მნი­ან ისი­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფებს ხი­ფათს.

ნი­ნო ბე­რი­ძე: ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­მი 9 წლის გო­გო­ნა თა­ვის ორ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად 146-ე სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან გავ­გზავ­ნე, ექ­სკურ­სია ჩა­ი­შა­ლა და ბავ­შვე­ბის­თვის ფუ­ლი უკან უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ლე­ვე გო­გო­ნებს ჩე­მი დაც უკან გაჰ­ყვა. თურმე სკო­ლის ეზო­ში ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონა­ნიზ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, მა­თი და­ჭე­რა სცა­და. ბავ­შვე­ბი წი­ვილ­-კი­ვი­ლით გა­მოც­ვივ­დნენ ეზო­დან­. მა­მა­კაც­მა ჩე­მი დის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ბავ­შვე­ბის დევ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბა და ისევ თა­ვი­სი საქ­მით და­კავ­და. ხმა­ურ­ზე გამ­ვლე­ლი ქა­ლიც შე­ვი­და ეზო­ში და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ემუ­ქრა, ლან­ძღვა და­უწყო და იმ საქ­მი­ა­ნო­ბის შეწყ­ვე­ტა მოს­თხო­ვა, მაგ­რამ მას წარ­ბიც არ შე­უხ­რი­ა...

ეკა ნერ­გა­ძე: კი­ნოს სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ჩე­მი ახ­ლობ­ლის მე­ზობ­ლად ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბი­ჭი ცხოვ­რობს. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ზაფ­ხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­ვა­დე­ბა უმ­წვავ­დე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე მა­მა­მის­ზე და­ნით გა­ი­წია და რომ არ ეყო­ჩა­ღა, ეს კა­ცი ცოცხ­ა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბი მი­სი ში­შით ეზო­ში ვერ გა­მო­დი­ან.

რა­ტომ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და გარ­შე­მომ­ყოფ­თა და­სა­ცა­ვად ხდე­ბა თუ არა რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ა? - ამ კითხ­ვებ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ექი­მი-­ფსი­ქი­ატ­რი, ფსი­ქი­ატ­რთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რეთ ყოფ­ნა იმით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის და სა­ხელ­მწი­ფო მათ მკურ­ნა­ლო­ბას არ აფი­ნან­სებს. იყო დრო, რო­დე­საც ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში სა­ერ­თოდ არ იყო და­ცუ­ლი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, ისი­ნი წლო­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლი. ეს სის­ტე­მა არა მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მთელ მსოფ­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ახ­ლა და­სავ­ლეთ­მა უა­რი თქვა პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კეტ­ვა­ზე და თუ პა­ცი­ენტს მძი­მე სიმ­პტო­მე­ბი არა აქვს, მი­სი გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც ამ გზას გაჰ­ყვა. დასავლეთისგან განსხვავებით სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ პა­ცი­ენ­ტმა წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეწყ­ვი­ტა და სიმ­პტო­მე­ბი გა­უმ­წვავ­და, მას ად­გილ­ზე არა­ვინ მი­ა­კითხ­ავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მის გარ­შე­მომ­ყო­ფებს საფ­რთხე ექ­მნე­ბათ - გა­აჩ­ნი­ა, რა სიმ­პტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბი ან პირ­და­პირ სტა­ცი­ო­ნარ­ში ხვდე­ბი­ან, ან სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. თუ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან სხვა მეთ­ვალ­ყუ­რე არ ჰყავს და წამ­ლებს თა­ვი­სი ნე­ბით არ იღებს, მა­შინ რის­კე­ბიც იზ­რდე­ბა. იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყოს, უნ­და შე­იქ­მნას ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, გა­რე­მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა. რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ ამის­თვის ფუ­ლი უნ­და გა­მო­ყოს­. ჩვენ­ში ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­ნახ­ვა ერთ დღე-­ღა­მე­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ 15 ლა­რი უჯ­დე­ბა. არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა - უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი. ერ­თხელ ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მი­სი გა­რეთ გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. სა­ელ­ჩომ უა­რი თქვა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ზე, ასე­თი ტი­პის ხარ­ჯე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ გვაქ­ვსო. გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ერ­თხელ კი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა შე­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მძი­მე ემო­ცი­ურ სტრესს ვე­ღარ გა­უძ­ლო და და­ა­ვა­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი კან­ცე­ლა­რი­ას­თან იდ­გა და გამ­ვლე­ლებს ქვებს ეს­რო­და. სამ­ჯერ გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან...

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია