რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი გვე­ლე­ბი­სა­გან

რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი გვე­ლე­ბი­სა­გან

სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბი მომ­რავ­ლდა. შე­სა­ბა­მი­სად, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, თუ რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი "და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბის­გან"

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ: თუ თქვენს აგა­რაკ­ზე ან საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ახ­ლოს ქვე­წარ­მა­ვალს შე­ნიშ­ნავთ, უპირ­ვე­ლე­სად უნ­და გა­თი­ბოთ მა­ღა­ლი ბა­ლა­ხი და და­იც­ვათ სა­ნი­ტა­რიუ­ლი ნორ­მე­ბი, რად­გან გვე­ლი ჩნდე­ბა იქ, სა­დაც თაგ­ვი ან სხვა მღრღნე­ლე­ბი არი­ან. რო­გორც წე­სი, ადა­მი­ანს გი­ურ­ზაც კი ერი­დე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლი მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, თუ გა­ა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ ან ფეხს და­ად­გა­მენ. გი­ურ­ზის ნაკ­ბე­ნი მა­შინ­ვე სიკ­ვდილს არ იწ­ვევს. თუ ვინ­მეს შხა­მი­ან­მა გველ­მა უკ­ბი­ნა, 5 წუთ­ში ნაკ­ბენ ად­გილ­ზე სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი იწყ­ე­ბა და შე­შუ­პე­ბა ჩნდე­ბა. თუ 5-10 წუთ­ში ეს სიმ­პტო­მე­ბი არ და­იწყ­ო, მა­შინ ეს უშ­ხა­მო გვე­ლის ნაკ­ბე­ნი­ა. შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბენ­ზე ორი კბი­ლი ჩანს, ხო­ლო უშ­ხა­მოს ნაკ­ბენ­ზე - ბევ­რი. ქვე­წარ­მავ­ლის ნაკ­ბე­ნი ბავ­შვის­თვის ბევ­რად სა­ში­ში­ა, ვიდ­რე დი­დი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ნაკ­ბე­ნი თა­ვის არე­ში­ა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვა­თა 90-95 % კი­დუ­რებ­ზე მო­დის. უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ 10 სა­ა­თი მა­ინც გვაქვს დრო შხა­მი­ა­ნი გვე­ლის­გან დაკ­ბე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეს დრო კი საკ­მა­რი­სია სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მი­სას­ვლე­ლად, სა­დაც "ან­ტი­გი­ურ­ზინს" გა­უ­კე­თე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზ­რი, რომ ნაკ­ბენ­ზე არ­ტა­ხი უნ­და და­ა­დო, მაგ­რამ ეს არას­წო­რი­ა, რად­გან არ­ტა­ხი შხა­მის გავ­რცე­ლე­ბას ხელს არ უშ­ლის. ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ხერ­ხი ამ დროს შხა­მის ამო­წო­ვა­ა, უნ­და გვახ­სოვ­დეს კი­დევ ერ­თი რამ - და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნ­და იმოძ­რა­ოს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია