კობა დავითაშვილი - დიახაც, მე ვარ ხალხისტი და ლათინურად პოპულისტი!

კობა დავითაშვილი - დიახაც, მე ვარ ხალხისტი და ლათინურად პოპულისტი!

გუშინ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა დატოვა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ.

- ჩვენ შორის მრავალ საკითხზე დაგროვდა სისტემატური უთანხმოება. უმთავრესი მაინც იყო სამართლიანობის აღდგენა. კოალიციის მიმართ საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა, სააკაშვილის რეჟიმის მოშორებასთან ერთად, იყო სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმი მოვიშორეთ, სამართლიანობის აღდგენა კი მხოლოდ დაჭერები არაა, ამ სამართლიანობაში იგულისხმება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, უკანანოდ განთავისუფლებული ადამიანების დაბრუნება სამსახურში და სხვ. ამ მიმართულებით კი ვერავითარ წინსვლას ვერ ვხედავ, პირიქით, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე. მაგ. რატომ ვთქვით უარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე? რატომ არ დავძლიეთ ამ საკითხზე ვეტო? როდესაც ჩვენთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, ორი ვეტოა - საერთო სასამართლოებზე და ნაფიც მსაჯულებზე, მოდი, ნაფიცი მაჯულების ვეტო არ დაძლიოთ და საერთო სასამართლოებზე ჩვენც დაგეხმარებითო. რატომ გამიჩნდა ეჭვი მარტო მე (და სხვას არავის), რომ იმიტომ აღელვებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ობიექტური სასამართლოსი. როდესაც ამ ყველაფერზე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი, ხელისუფლების მხრიდან მომიყრუეს. შედეგად მივიღეთ იუსტიციის საბჭოს სამარცხვინო არჩევნები და კუბლაშვილის მმართველობა.

- სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი როცა შეხვდა კუბლაშვილს, კმაყოფილებას ვერ მალავდა ამ შეხვედრით...

- დიახ, ამას ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრმაც, რომელიც შეხვდა კუბლაშვილს. გეკითხებით, კუბლაშვილია დამოუკიდებელი სასამრთლო? ახალაიას გამართლების შემდეგაც უმრავლესობის მესიჯია, რომ იზეიმა სასამართლოს დამოუკიდებლობამ და ყველამ უნდა ვიზეიმოთ ეს ფაქტი. მე არ მაქვს საზეიმოდ საქმე და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილი შოკშია იმ უნიათობით და დოყლაპიობით რასაც იჩენს ხელისუფლება.

- რომ არ გაემართლებინათ ბაჩო ახალაია, მაინც დატოვებდით მმართველ გუნდს?

- მე ვიცოდი, რომ ამ სასამრთლოს პირობებში სხვა გადაწყვეტილება გამორიცხული იყო. დაპატიმრების გადაწყვეტილებაც რომ მიეღოთ, ესეც პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა, რადგან ამ მოსამართლეებს დამოუკიდებლობა არ შეუძლიათ. ეს მათ ბუნებაში არ ზის, ისინი ემორჩილებიან ხელისუფლების ნებას - ან ძველის ან ახლის, ამიტომ ვარ მე ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მომხრე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა