შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანის საბარგულის ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 0,435 გრამი "ჰეროინი".

სამინისტროს ცნობით, ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავების მომენტში ირაკლი გ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის გათვალისწინებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ