როინ ლიპარტელიანი: "ნაციონალები" წავიდნენ ევროპაში, გახდნენ "პედერასტები", ჩამოვიდნენ და საქართველო გაძარცვეს"

როინ ლიპარტელიანი: "ნაციონალები" წავიდნენ ევროპაში, გახდნენ "პედერასტები", ჩამოვიდნენ და საქართველო გაძარცვეს"

საქართველოში პრეზიდენტობის მსურველებს რა გამოლევს. ასე იყო ბოლო წლების განმავლობაში და ასეა დღესაც. 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყანა დიდი მოლოდინით ეგებება. კანდიდატებს შორის არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს: დავით ბაქრაძითა და ნესტან კირთაძით დაწყებული, შალვა ნათელაშვილითა და გიორგი მარგველაშვილით დამთავრებული, თუმცა ზოგიერთი კანდიდატის სახელი და გვარი ბევრს არაფერს გვეუბნება. მათ შორის ყველაზე მეტი ყურადღება ნიკოლოზ გორგიჯანიძემ მიიქცია, რომელმაც თავი სკანდალური განცხადებებითა და ფრთიანი ფრაზით დაგვამახსოვრა: "მე ვარ ერთი, კენტი, ბავშვებისთვის - პრეზიდენტი". ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ, ალბათ სექტემბრამდე პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვს სხვებიც შეუერთდებიან, მომავალშიც ბევრ უცნაურ განცხადებას მოვისმენთ და პოლიტიკური პროცესებიც უფრო მწვავე და საინტერესო გახდება. გვესაუბრება აკადემიკოსი როინ ლიპარტელიანი, რომელიც ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ახსოვს და ოქტომბრის არჩევნებში შესაძლოა, ერთ-ერთ კანდიდატადაც მოგვევლინოს. "ჩვენს პოლიტიკოსებს ორ ბატს არ ჩავაბარებდი" - ამტკიცებს ბატონი როინი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს:

- ბატონო როინ, როგორც ვიცი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გაქვთ...

- დიახ, ასეა. თავის დროზე, როდესაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ცოცხლები იყვნენ, ასეთი შეთანხმება გვქონდა: პრეზიდენტი მე უნდა გავმხდარიყავი იმიტომ, რომ პირველ პრეზიდენტს აუცილებლად მოკლავდნენ. სამწუხაროდ, მერაბ კოსტავა მოკლეს და ამის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სხვათა შორის, მე ორჯერ ვიყარე კენჭი - ერთხელ შევარდნაძეს მოვუგე და მეორედ - სააკაშვილს, მაგრამ სულ ტყუილად: ბოლო წლებში ხომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო გაყალბება და ხალხის მასხრად აგდება. სამართლიანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ ერთხელ - ზვიად გამსახურდიას დროს ჩატარდა და იმ არჩევნებში მთელმა ერმა მიიღო მონაწილეობა, მერე კი, ჩვენმა ვაი-პოლიტიკოსებმა არჩევნებიც ბიზნესად გადააქციეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა