ვის გადაუღო პაპარაცული ფოტოები ლალი მოროშკინამ

ვის გადაუღო პაპარაცული ფოტოები ლალი მოროშკინამ

პაპარაცი ფოტოგრაფების ობიექტივში არაერთგზის მოხვედრილა: ლალი მოროშკინა ჩანგლით ხელში, ლალი ცეკვის დროს, ლალი სტრიპტიზბარში, ლალი დეკოლტეთი თუ მოკლე კაბით. მისი "ფეისბუქი" არაერთ ისტორიულ ფოტოს ინახავს. ჩვენ ექსპრეზიდენტთან გადაღებული ფოტო ამოვარჩიეთ და სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს ამ ფოტოს ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- ლალი, რა დამო­კიდებულება გაქვს ფო­ტოსესიასთან?

- ეს პროცესი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თანაც მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ, თორემ ისე გამოვა, 100 წლის გარდაცვლილს 25 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს რომ უდებენ ხოლმე თავთან. შინაგანი კულტურის ნაწილია, რომ ყოველ ხუთწლეულს ნახო, რა შეიცვალა შენში და გარე სამყაროში.

- ბევრისთვის დი­დი მნიშვნელობა აქვს, რომელი პროფილით გა­­­დაიღებს ფოტოს. შე­ნ შემთხვევაში როგორ არის?

- მე ნაკლებად ვიღლი თავს რაკურსებზე ფიქრით. რა ვქნა, რაც ვარ, ეს ვარ, ნებისმიერ რაკურსში.

- თავად თუ გიყვ­არს ფოტოების გადაღება, ფოტოხელოვნება?

- ძალიან მიყვარს, ოღონდ ადამიანების მონაწილეობით და არა მხოლოდ ლამაზი ხედები. სულიერი ყოველთვის უფრო ამძაფრებს ნებისმიერ პეიზაჟს.

- პაპარაცული ფოტოებიც მო­იძებნება შენს არქივში?

- კი. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის რესტორნული ღრეობა გადავიღე, ახლა ციხეშია ის მაღალჩინოსანი. რა ვქნა, ჟურნალისტი ვარ მაინც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია