თბი­ლის­ში მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გან­გა­შოა

თბი­ლის­ში მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გან­გა­შოა

სა­ი­დუმ­ლოს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს, რომ ჰა­ე­რი, რომ­ლის გა­რე­შე ადა­მი­ანს არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლი­ა, ჟან­გბად­თან ერ­თად მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებ­საც შე­ი­ცავს. წე­სით, ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დაშ­ვე­ბულ ზღვარს არ უნ­და აჭარ­ბებ­დეს. გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის კვლე­ვის შე­დე­გად კი აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა: მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მას რამ­დენ­ჯერ­მე აჭარ­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, აქ მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია ნორ­მას 3,3-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­ქა­ლაქ­ში მო­იჭ­რა უამ­რა­ვი ხე და თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს მწვა­ნე სა­ფა­რი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მძი­მე დაა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - "დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ნი­ნო ჩხო­ბა­ძეს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას კვლე­ვა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია თბი­ლის­ში ნორ­მას 3,3-ჯერ აღე­მა­ტე­ბა?

- ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, თბი­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც რომ სე­რი­ო­ზუ­ლი­ა: თუ 1990-ი­ან წლე­ბამ­დე და­ბინ­ძუ­რე­ბა სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, დღეს ეს უკ­ვე ტრან­სპორ­ტის ბრა­ლი­ა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა. ვინც დი­ლით, ად­რე ასუ­ლა მთაწ­მინ­და­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავ­და ნაც­რის­ფერ ზოლს ქა­ლა­ქის თავ­ზე, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით, ნისლს მო­გა­გო­ნებთ, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ არის ნის­ლი - მტვე­რი­ა. ყვე­ლაფ­რი­დან აშ­კა­რად ჩანს, რომ მტვრის შემ­ცვე­ლო­ბა ჰა­ერ­ში მარ­თლაც მა­ღა­ლი­ა.

- რას უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ ეს უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა?

- პირ­ველ რიგ­ში ტრან­სპორტს: დე­და­ქა­ლა­ქის გზე­ბი გა­და­ტ­ვირ­თუ­ლია და საწ­ვა­ვის ხა­რის­ხიც არ არის შე­სა­ბა­მი­სი, რაც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას. მე­სა­მე მი­ზე­ზი კი გა­უ­მარ­თა­ვი გზე­ბია - ქა­ლა­ქის ცენ­ტრში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა, მაგ­რამ პე­რი­ფე­რი­ებ­ში ამ მხრივ ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ა. კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი შუქ­ნიშ­ნე­ბის სის­ტე­მა­ა, რაც ტრან­სპორ­ტის არას­წორ მოძ­რა­ო­ბას და სა­ცო­ბებს იწ­ვევს. ყო­ვე­ლი­ვე ­ა­მას ემა­ტე­ბა ისიც, რომ გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი თბი­ლის­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცირ­დე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი პარ­კე­ბი­სა და სკვე­რე­ბის ხარ­ჯზე, გამ­წვა­ნე­ბის გა­რე­შე კი სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ მცე­ნა­რეს შე­უძ­ლია შე­ა­კა­ვოს, და­ი­ლე­ქოს მტვე­რი და შე­ამ­ცი­როს ჰა­ერ­ში მავ­ნე ნა­წი­ლა­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლა­ქი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მწვა­ნე სა­ფა­რი - წე­სით, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი უნ­და მო­დი­ო­დეს, ჩვენს პარ­კებ­ში კი, ხე­ე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის ნაც­ვლად, კორ­პუ­სე­ბია წა­მო­ჭი­მუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ შარ­შან თბი­ლი­სი ერ­თ-ერთ არა­სა­სურ­ველ ქა­ლა­ქად მი­იჩ­ნი­ეს ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით - ეს სწო­რედ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­მო მოხ­და.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია