რა­ტომ აუ­შე­ნა მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­მა გლეხ შა­ლუ­ტაშ­ვილს სა­სახ­ლე

რა­ტომ აუ­შე­ნა მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­მა გლეხ შა­ლუ­ტაშ­ვილს სა­სახ­ლე

ამ­ჯე­რად ჩვენს რუბ­რი­კა­ში მას­შტაბს ვზრდით და ერ­თი ნივ­თის ნაც­ვლად ერთ სა­სახ­ლე­ზე გი­ამ­ბობთ. სა­სახ­ლე ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის ცენ­ტრი­დან ამა­ვალ ქუ­ჩა­ზე, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას დგას, თუმ­ცა დღეს პირ­ვან­დე­ლი სა­ხით მი­სი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი­ღაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თურ­მე დღე­ვან­დე­ლი ბორ­ჯო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­და სო­ფე­ლი ნუ­ა, სა­დაც ოდეს­ღაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი გლე­ხი - ღვთი­სო შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ღვთი­სოს "სა­ნა­ხევ­რო" იღ­ბა­ლი მო­უ­გია - მის­თვის სა­სახ­ლე უჩუ­ქე­ბი­ათ, მაგ­რამ მა­ინც გა­ჭირ­ვე­ბულ გლე­ხად დარ­ჩე­ნი­ლა. ღვთი­სოს სა­სახ­ლის ის­ტო­რი­ას მი­სი შთა­მო­მა­ვა­ლი, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- ღვთი­სო ჩე­მი პა­პის დი­დი პა­პის მა­მა იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თა­ვი­სი ხა­რებ­შებ­მუ­ლი ურ­მით თურ­მე, ხიდ­ზე გა­და­დი­ო­და, გზად კი სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან მო­მა­ვა­ლი ეტ­ლი შეხ­ვედ­რი­ა. მე­ეტ­ლეს და­უ­ძა­ხი­ა, - ხა­რე­ბი უკან დას­წი­ე­ო. ღვთი­სოს მკვა­ხედ მი­უ­გი­ა: ხა­რე­ბი უკან არ მი­დი­ან და კი­დეც რომ მი­დი­ოდ­ნენ, მა­ინც არ დავ­წევ - მე პირ­ვე­ლი შე­მო­ვე­დი ხიდ­ზე­ო. მე­ეტ­ლეს შე­უყ­ვი­რი­ა, - უკან დას­წი­ე, "ვე­ლიკ­ნი­ა­ზი" (ა­ნუ "ვე­ლი­კი კნი­ა­ზი" - ი.ხ.) მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვი მომ­ყავ­სო და მათ­რა­ხი გა­და­უ­ჭე­რია გლე­ხი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის­თვის. ღვ­თი­სო ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, თავ­მოყ­ვა­რე, მარ­დი და ღო­ნი­ე­რი ბი­ჭი ყო­ფი­ლა, მათ­რა­ხის­თვის ხე­ლი უტაც­ნია და რო­მა­ნო­ვის 5-კა­ცი­ა­ნი დაც­ვაც უცე­მი­ა. ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი და­ი­ბოღ­მე­ბო­და და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე­ბო­და თავ­ხე­დი გლე­ხის ოჯახს, მაგ­რამ "ვე­ლიკ­ნი­ა­ზი" მარ­თლაც მე­ფუ­რად მო­იქ­ცა - ღვთი­სოს ბორ­ჯომ­ში სა­მო­სახ­ლო შე­არ­ჩე­ვი­ნა და სა­სახ­ლის აშე­ნე­ბას დაჰ­პირ­და. გლეხ­მა მარ­თლაც შე­არ­ჩია ად­გი­ლი, თუმ­ცა ეს ად­გი­ლი მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და სთხო­ვა ღვთი­სოს, იქ­ნებ შე­ნი სახ­ლი ცო­ტა ზე­მოთ ჩავ­დგა­თო. ღვთი­სოც დას­თან­ხმდა და და­ახ­ლო­ე­ბით 150 მეტ­რის ზე­მოთ შა­ლუ­ტაშ­ვი­ლე­ბის­თვის მი­ნი­სა­სახ­ლე იმა­ვე არ­ქი­ტექ­ტორ­მა აა­შე­ნა, ვინც რო­მა­ნო­ვე­ბის ლი­კა­ნის ზამ­თრის სა­სახ­ლე. ჩვე­ნი სა­სახ­ლეც ქარ­თუ­ლის გავ­ლე­ნი­თა და რუ­სულ­-ევ­რო­პულ სტილ­შია აგე­ბუ­ლი - ბანს ზე­მოთ წი­თე­ლი და შა­ვი ქვით. სხვა­თა შო­რის, ბორ­ჯომ­ში იმ არ­ქი­ტექ­ტორ­მა კი­დევ ერ­თი სა­სახ­ლე აა­შე­ნა სწო­რედ იმ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ე­წო­ნა ღვთი­სოს, ასე რომ, რა­ი­ონ­ში სულ სა­მი მსგავ­სი სა­სახ­ლე­ა.

ასე დაგ­ვრჩა სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მე­ფე ნი­კო­ლო­ზის ძმამ, მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­მა ვაჟ­კა­ცო­ბის­თვის აუ­შე­ნა და აჩუ­ქა გლეხ ღვთი­სო შა­ლუ­ტაშ­ვილს... ისე, კი გვჭირ­დე­ბო­და - ღვთი­სოს სა­მი ცო­ლი ჰყავ­და, მე­სა­მე 67 წლის ასაკ­ში შე­ირ­თო და ხუ­თი ვა­ჟი შე­ე­ძი­ნათ, მა­ნამ­დეც ჰყავ­და ოთხი თუ ხუ­თი შვი­ლი და ამ­დენ სულს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სახ­ლი რას ეყო­ფო­და (ი­ცი­ნის)... ღვთი­სო­სა და რო­მა­ნო­ვებ­ზე ერ­თი ამ­ბა­ვიც გა­მახ­სენ­და: მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს სა­სახ­ლე კი ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც გა­ჭირ­ვე­ბით ცხოვ­რობ­და. ერთ წელ­საც, თურ­მე, დი­დი შიმ­ში­ლო­ბა და­იწყ­ო. შა­ლუ­ტაშ­ვი­ლე­ბი ღა­რი­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად თა­ვის სა­სახ­ლე­ში. ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე უცებ სა­ხუ­რა­ვი­დან ბრაგ­ვა­ნი მო­ეს­მათ. ღვთი­სო ავი­და, ჭრა­ქით მი­ა­ნა­თა და და­ი­ნა­ხა ბუ, რო­მე­ლიც სი­ნათ­ლეს და­ებ­რმა­ვე­ბი­ნა. და­ი­ჭი­რა ეს ბუ და მყის­ვე ნა­დი­რო­ბით გან­თქმულ მი­ხე­ილ რო­მა­ნოვს წა­უყ­ვა­ნა - რო­მა­ნოვს თა­ვის სა­სახ­ლე­ში ფი­ტუ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა ჰქო­ნი­ა. გა­ხა­რე­ბულ­მა და მად­ლი­ერ­მა მი­ხე­ილ რო­მა­ნოვ­მა ღვთი­სო პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­ის­ტუმ­რა შინ. სწო­რედ იმ­ხა­ნად გაჩ­ნდა ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­მოთ­ქმა, რო­მე­ლიც ჩემს გვარ­თან და ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და: რა იყო, ბუ ხომ არ და­გე­ცა­ო? ღვთი­სოს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს მკაც­რი ბუ­ნე­ბის, შე­უ­ვა­ლი კა­ცი, მარ­თლაც კერ­კე­ტი კა­კა­ლი, 83 წლი­სა და­ი­ღუ­პა - დაძ­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ბოძს და­ე­ჯა­ხა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ჩუ­ქარ სა­სახ­ლეს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვა­შე­ნეთ, და­ვა­შე­ნეთ, მო­ვა­შე­ნეთ და, თქვენც ნა­ხეთ, რომ პირ­ვან­დე­ლი იე­რი საგ­რძნობ­ლად და­ე­კარ­გა.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია