კობა დავითაშვილი - "დავით საგანელიძეს დღემდე ჩემი ვალი აქვს!"

კობა დავითაშვილი - "დავით საგანელიძეს დღემდე ჩემი ვალი აქვს!"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრ დავით საგანელიძეს "სახალხო პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის ვალი აქვს. ამის შესახებ დავითაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა. ძველი ვალი "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა საგანელიძეს იმ ბრალდების პასუხად გაახსენა, თითქოს დავითაშვილი "ბავშვობიდან პრეზიდენტის სავარძელზე ოცნებობდა".

"მე რაღაც ვერ ვიხსენებ, დავით საგანელიძეს ბავშვობიდან ვიცნობდე! პრეზიდენტობაზე ჩვენს საუბარსაც ვერ ვიხსენებ! ერთადერთი, რაზეც მე მასთან შორეულ წარსულში მისაუბრია, ეს იყო ხელფასების დროულად გაცემა და მისი მომატება. მე ვმუშაობდი იურისტად იმ ფირმაში, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა! მაშინ ჩვენი ურთიერთობა სწორედ დავალიანების მიზეზით შეწყდა! ასე რომ, ბატონ საგანელიძეს დღემდე ჩემი ვალი აქვს! როგორც მახსოვს, პრეზიდენტობაზე სწორედ დავით საგანელიძის ყოფილი ლიდერი - დავით გამყრელიძე იკლავდა თავს! მე კი როდესაც ოპოზიციის ერთობა იყო საჭირო, ყოველთვის უარს ვამბობდი საკუთარ ამბიციებზე და ზოგ-ზოგიერთებივით პრეზიდენტობის კანდიდატად არ დამისახელებია თავი!

ასე რომ, მე ნამდვილად არ მივიღებ დავით საგანელიძისგან საყვედურებს, თითქოს მე საერთო საქმეზე წინ ამბიციებს ვაყენებ!", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა