ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს

ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს

თბილისში ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის გამგებელმა, ბაჩო დოლიძემ განუცხადა, დღეს დილით მისულ თანამშრომლებს გამგეობის შენობის კარი გატეხილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რის შემდეგაც გაირკვევა მძარცველებმა კონკრეტულად რისი წაღება შეძლეს.

ბაჩო დოლიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ წაღებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის - საოფისე კომპიუტერული ტექნიკაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ