ირაკლი რუსაძეზე დანიშნული ანა კოვაჩი ცოლად ყაზახს მიჰყვება

ირაკლი რუსაძეზე დანიშნული ანა კოვაჩი ცოლად ყაზახს მიჰყვება

ამას წინათ, დიზაინერ ირაკლი რუსაძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოჩნდა სიახლე, რომ ის ანა კოვაჩზე დაინიშნა, რასაც, რასაკვირველია, მილოცვები მოჰყვა. ამ ფაქტიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ მოდელმა ანა კოვაჩმა, რომლიც კონკურს "ელიტ მოდელ ლუქის" გამარჯვებული გახლავთ და საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, სხვა ადამიანთან გადაღებული საკმაოდ თბილი ფოტოები ატვირთა. სიტუაციაში გასარკვევად ანას დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად საქმროსთან ერთად ყაზახეთში ცხოვრობს.

- ამ დროისთვის სამოდელო კარიერა შევწყვიტე და ყაზახეთში ვიმყოფები საქმროსთან ერთად, რადგან ის ყაზახია. წელს უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

- კი მაგრამ, "ფეისბუქიდან" გავიგეთ, რომ დანიშნული იყავით ქართველ დიზაინერ ირაკლი რუსაძეზე, მის გვერდზე გამოჩნდა ეს სიახლე..

- ეს ტყუილი იყო. მე და ირაკლიმ ვიხუმრეთ, არასდროს ვყოფილვართ დანიშნულები, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ (იცინის). როდესაც საქართველოში პირველი მოდის კვირეული ჩატარდა, მაშინ გავიცანი ირაკლი და მას შემდეგ ვმეგობრობთ, ჩვენი ნიშნობა ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.

- მაშინ ის გვითხარით, საქმრო როგორ ან სად გაიცანით?

- ამერიკაში საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი, როგორც ხდება, მერე და მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს კი იმის გამო, რომ დაქორწინება გადავწყვიტეთ, ყაზახეთში გადმოვედი საცხოვრებლად, თუმცა სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მანამ ის ნამყოფი იყო საქართველოში, ორი წელი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ ერთმანეთს არ შევხვდრივართ. საერთოდ, პი­რადზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ მის ასაკს, სახელსა და გვარს ვერ გაგიმხელთ (იღიმის). ჩემი ოჯახის წევრები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ამ ამბავს არ განიცდიან, თან ისედაც მიჩვეული იყვნენ, რომ ხშირად ვმოგზაურობდი და სახლში არ ვიყავი, ამიტომ ეს საკითხი მათთვის მტკივნეული არ ყოფილა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია