თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციით ორ პაციენტს მკურნალობენ. როგორც "ამბები.გე"-ს ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგემ, ანა ლაღიძემ განუცხადა, ერთ პაციენტს ყირიმ-კონგოს დაავადება დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ამ დაავადების სიმპტომები აღენიშნება, მას დაკვირვება უტარდება, თუმცა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ადამიანებზე ცხოველების ტკიპებიდან გადადის. ინფიცირებულ პაციენტს სხეულზე სისხლჩაქცევები უვითარდება და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.

მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, შინაგანი ორგანოების სისხლდენას იწვევს.

ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. სხვადასხვა დროს, ამ დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც, მათ შორის რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.

პირველად ვირუსი ყირიმში აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მას ყირიმის ცხელება უწოდეს.

მოგვიანებით დაავადებამ კონგოში იჩინა თავი და საბოლოოდ ყირიმ-კონგოს ცხელების სახელით გახდა ცნობილი. ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები პირველად აღმოსავლეთ საქართველოში, გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს.

საქართველოში სულ დაავადების 10 შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი პაციენტი ფეხმძიმე ქალი იყო. ინფექციონისტებმა ყველა პაციენტის გადარჩენა მოახერხეს.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია