ზვიად ძიძიგურის მეუღლეს ავტოავარიის შემდეგ ოპერაციას უკეთებენ

ზვიად ძიძიგურის მეუღლეს ავტოავარიის შემდეგ ოპერაციას უკეთებენ

დასავლეთ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად ძიძიგურის ოჯახის წევრები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში იმყოფებიან როგორც დეპუტატის მეუღლე და ძმა, ასევე მისი მცირეწლოვანი შვილები, 3 წლის ელენე და 5 წლის ვაჩე.

როგორც "ამბები.გე"-ს ზვიად ძიძიგურის დამ, მარინა ძიძიგურმა განუცხადა, ამჟამად დეპუტატის მეუღლე, ეკა კუტალია საოპერაციოდ ჰყავთ შეყვანილი. მას ორივე ფეხი აქვს მოტეხილი, ერთი ფეხი წვივში აქვს გადატეხილი, მეორე მოტეხილობა კი ბარძაყის მიდამოში აღენიშნება.

მისივე ინფორმაციით, მძიმედ არის ასევე ძიძიგურის ძმა, რომელსაც მუხლი აქვს დამტვრეული და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. ბავშვებს რაც შეეხებათ, ვაჩეს ფეხი აქვს მოტეხილი, ელენეს დაჟეჟილობა აღენიშნება და ნეკნი აქვს გაბზარული.

ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები ოჯახის ახლობლებისთვის უცნობია. ავარია დასავლეთ საქართველოში, სავარაუდოდ ჭალადიდში მოხდა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა. საჭეს ძვიად ძიძიგურის ძმა მართავდა.

"მე ახლა დედასთან ვარ. დედაც ცუდად გვყავს დიდი ხანია, თავზე ვადგავარ და ვერ მივდივარ მათთან. არავინ იცის, რა მოხდა. როგორც ვიცი, ხეს შეეჯახნენ და ამიტომ აქვთ ფეხები ასე მწარედ მოტეხილი. მანქანაში ოთხნი ისხდნენ და ოთხივეს მოტეხილობები აქვთ", - აღნიშნა მარინა ძიძიგურმა.

მისივე ინფორმაციით, ზვიად ძიძიგურის ოჯახის წევრები გუშინ ფოთში ეკას მამიდის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია