რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ

რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ

"ვინ იცის, მერამდენედ განვიცადე მორალური სიკვდილი. სიკვდილია, აბა, რა არის, ადამიანს სახლში რომ მიადგები, ბინა უნდა დაცალოო!... იპოთეკართა უმეტესობა ამ ბინაში ცხოვრობს და ან ქირით უწევს გადასვლა, ან ახლობლის ე.წ. ნათხოვარ ბინაში გადადიან და ხშირად ქუჩაშიც რჩებიან. სახელმწიფო კი მათ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ და ვერ ითვალისწინებს. რამდენი ადამიანიც ბინას დაკარგავს, ყველას ვერ უყიდიან", - აცხადებს ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად უმძიმესი სამუშაოს შესასრულებლად დადის, იპოთეკარების გამოსახლება უწევს.

36 წლის დათო ჩვენთან საუბრისას ყველაზე მძიმე და შედარებით კურიოზულ ამბებს იხსენებს. მისივე თქმით, ეგონა, 8 თვის განმავლობაში მასა და მის კოლეგებს მშვიდად მუშაობისა და ცხოვრების საშუალება მიეცემოდათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ ამ შემთხვევაში ბანკები იზარალებდნენ, გამოსახლების პროცესის შეჩერება კანონის ხელმეორედ განხილვამდე გადაავადა...

- ყველაზე მძიმედ პირველი შემთხვევა მახსენდება, ვინაიდან ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ბინიდან გამოსახლებაზე და თან, ოჯახში, სადაც მივედით, მართლაც ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა: ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და სამი პატარის გარდა კიდევ ერთი, ეტლს მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული ბავშვი და ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებიც იყვნენ. ყველანი სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ოთახებში ისეთი სივიწროვე და სიბნელე იყო, ერთი ოთახიდან მეორეში ძლივს ვიკვლევდით გზას. ოჯახის დიასახლისს სახეზე ეტყობოდა, რომ ნევროზი ჰქონდა. პრინციპში სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. ჩვენთან ერთად სამართალდამცველებიც იყვნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, სახლის ბინადრებს საცხოვრებელი დაეტოვებინათ. ქალს ისტერიკა დაემართა, მამაკაცი ფანჯრიდან ხტებოდა, ბავშვები კუთხეში მიიყუჟნენ. ყველაზე საცოდავი სანახავი მოხუცები იყვნენ. ისეთი წივილი-კივილი ატყდა, ვხვდებოდი, ცოტაც და გული შემიღონდებოდა. ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ. ისეთი რია-რია იყო, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ მძიმე სურათზე ისე ცუდად გავხდი, ექიმის დახმარება დამჭირდა. უკვე ფეხზე ვერ ვდგებოდი... პატრულის თანამშრომლებს ეცინებოდათ, ეს ქურდის დასაკავებლად რომ წაიყვანო, ხომ წარმოგიდგენია, რა დაემართებაო...

- მაინც გამოასახლეს?

- რა თქმა უნდა, მანამდე რამდენჯერმე იყვნენ გაფრთხილებული. რამდენიმეთვიანი ვადაც ჰქონდათ მიცემული, ბინა დაყადაღებული იყო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდათ... თან გვახლდა ექსპერტიც, რომელსაც მათი ქონება ჰქონდა შეფასებული. ის კაციც არ იყო კარგ დღეში, მაგრამ ჩემზე უკეთესად კი გამოიყურებოდა. ბოლოს გადამეკეტა და აწიოკებულ ბავშვებს დავუწყე დამშვიდება. ის ავადმყოფი ბავშვი ეტლში მშვიდად იჯდა. თმაგაწეწილი დედა მის გარშემო დარბოდა და კიოდა, ბავშვის გადასარჩენად ჩავდე ბინა ბანკშიო. ბავშვს გამოველაპარაკე და მივხვდი, რომ გონებრივი პრობლემები არ ჰქონდა... დღის ბოლოს, სამსახურში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ბანკში უკვე ეცოდინებათ, რა დღეშიც ვიყავი და ეს ჩემი უკანასკნელი სამუშაო დღე იქნება-მეთქი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, კვირის ბოლოს გავიგე, რომ დამაწინაურეს. ჩემმა უფროსმა მითხრა, შენ ყველაზე ჰუმანურ თანამშრომლად გაღიარესო... მას შემდეგ გამოსახლებაზე სიარული ჩემი პროფესიის ნაწილი გახდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია