"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მფლობელებს დაუბრუნოს ის წართმეული ქონება, რაც ჯერ გაყიდული არ არის. სახელმწიფომ გუდაურში დაატერორა მესაკუთრეები და ისე აჩუქებინა ქონება. მერე ეს ქონება თბილისს გადაეცა. ეს ქონება უნდა დაბრუნდეს. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ვკითხავთ, თბილისის ზღვაზე როგორ აშენებენ კვარტალს წართმეულ ქონებაზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელიც მერის იმპიჩმენტის საკითხის შეტანის ინიციატივით გამოდის:

- ბატონო კახა, თქვენ კი აპირებთ მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, უგულავასთან თანამშრომლობას ვაპირებო.

- შიხიაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატია, რომელსაც მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ლიდერებმა. მისი არჩევისას ხმები 23/23-ზე იყო და ჩემი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

პოლიტიკაში გუშინდელი ბავშვი არა ვარ, რომ მოვტყუვდე. შიხიაშვილი არც მკვლელია და არც ზონდერი. რესპუბლიკელები რომ აცხადებდნენ, არც ერთი "ნაციონალი" ჩვენ გვერდითო, გავიგებდი შიხიაშვილზე შეტევას, მაგრამ ახლა მასზე შეტევა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" რესპუბლიკური პარტია უპირისპირდება პრემიერ-მინისტრის გუნდს და საკადრო პოლიტიკაც ამის მაგალითია. ამას დაემთხვა განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მოხსნაც. რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, პრობლემები შეექმნათ შიხიაშვილისთვის და აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც.

- შიხიაშვილი ღარიბაშვილის პროტეჟეა?

- შიხიაშვილი ივანიშვილის კანდიდატია. ღარიბაშვილი კი ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენია და გავლენიანია მინისტრებს შორის. ძალები ასე ლაგდება: უსუფაშვილი, ალასანია, რომელთაც მალე შეიძლება შეუერთდეს ბაქრაძეც. ეს ორი სხვადასხვა ჯგუფია და მათ შორის ბრძოლაა.

- თუ ასეა, ამ ვითარებაში როგორ წავა ივანიშვილი პოსტიდან?

- ივანიშვილის განცხადება არასწორია. მარათონელის მსგავსად, ქართველმა ხალხმა ბოლო ამოსუნთქვა მიიტანა 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან, დაეცა და ელოდება, როდის წამოაყენებს ხელისუფლება. მაშინ, როდესაც დაპირებების 95% შესასრულებელია, ივანიშვილი ამბობს, მარგველაშვილი შეასრულებსო, რაც არ არის ხალხთან პატიოსანი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით, იგივე სცენარი მზადდება, რაც მოხდა ეგვიპტეში, მოლდავეთსა და 2003 წელს საქართველოში. ტრანზიტის ფუნქციის შესრულების შემდგომ, რომლის ამოცანა სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა იყო, ივანიშვილი ასპარეზს დატოვებს. ალბათ, შეიქმნება კოალიცია დაახლოებით ასეთი სახელით "კოალიცია ევროპული რეფორმებისთვის", სადაც გაერთიანდებიან ბაქრაძე, ალასანია და უსუფაშვილი. ეს კოალიცია გააგრძელებს ქვეყნის მართვას. პოლიტიკიდან წავა მხოლოდ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" რეაქციული ნაწილი კი დარჩება. ამას უსათუოდ მოჰყვება ვადამდე არჩევნების საკითხი და შს მინისტრი დადგება დარტყმის ქვეშ, რადგან ე.წ. ევროპული კოალიციის გეგმებისთვის ერთ-ერთი ბარიერი ღარიბაშვილია. ივანიშვილს რეალურად პარლამენტში თავისი გუნდი არა ჰყავს, რესპუბლიკელები და ალასანია კი მძლავრი გუნდებით არიან წარმოდგენილი. აჯობებს ივანიშვილმა 2 წლის მერე დატოვოს პოსტი და ქართველ ხალხს ყველაზე წარმატებული მინისტრი შესთავაზოს, როგორც პრემიერობის კანდიდატი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა