დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"

დიმიტრი მედვედევი - ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია"

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შეფასებით, ქართველი კოლეგა ბიძინა ივანიშვილი "პრაგმატული ადამიანია". როგორც დიმიტრი მედვედევი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილმა მასზე დავოსში შეხვედრისას.

"ჩვენ გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი, საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც, ბუნებრივია, სურს თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზე დიდწილად დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ მაინც ასე ახლობელი ხალხები და ახლობელი ქვეყნები ვართ", - აცხადებს მედვედევი.

მისივე განმარტებით, რაც არ უნდა კონფლიქტები ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენი ქვეყნის ხალხებს აკავშირებს, დაკარგული არაა.

"ეს არის ურთიერთსიმპათია და მშვიდად ცხოვრების სურვილი, სურვილი, რომ განვითარდეს ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, და ამ თვალსაზრისით არანაირი კონფლიქტი საქართველოს ხალხსა და რუსეთის ხალხს შორის არ არის. ჩვენ უნდა გვქონდეს თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა, ამის დიდი იმედი მაქვს", - აღნიშნავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა