დიმა ჯაიანი - სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი

დიმა ჯაიანი - სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი

დღესდღეობით ბიჭვინთის მონასტერი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დაქვემდებარებაშია და ქართველ მომლოცველებს და სასულიერო პირებს არ ეძლევათ საშუალება, მოილოცონ ისტორიული ტაძარი. არ აღევლინება წირვა-ლოცვა, უზარმაზარ სივრცეში საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორღანი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში 1975 წლის ნოემბერში დაამონტაჟეს. როგორც რუსული ტურისტული საიტები იუწყებიან, ტაძარში რეგულარულად ეწყობა საორღანო და კამერული მუსიკის კონცერტები. ბილეთის ღირებულება კი 200-350 (15-30 ლარი) რუბლის ფარგლებში მერყეობს... ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მსახიობი - დიმა ჯაიანი გვესაუბრა.

- ადრე საორღანო მუსიკის კონცერტები იმართებოდა... მე 1973 წელს ჩავედი სოხუმში და თუ არ ვცდები, მალევე დადგეს ორღანი...

- ორღანი ხომ კათოლიკურ ეკლესიებშია და რატომ დაამონტაჟეს ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში?

- არ ვიცი... სხვათა შორის, ძალიან დიდი მსჯელობა იყო, ყოფილიყო თუ არა ორღანი. ბოლოს მაინც დაამონტაჟეს... შემდეგ ტაძარში ლიანა ისაკაძისა და ელისო ვირსალაძის კონცერტები იმართებოდა - ბიჭვინთის ცნობილი ფესტივალი. ტაძარს ძალიან დიდი როლი ჰქონდა კულტურულ დარგში... მოგეხსენებათ, საბჭოთა დროს, რელიგია, მით უმეტეს აფხაზეთში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებდა და ტაძარიც თავის მისიას ნაკლებად ეწეოდა... ამიტომ ატარებს დღეს საქართველოს პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის და რაც მთავარია - ბიჭვინთის მიტროპოლიტის სახელს. ზუსტად მაგ ეკლესიის გამო დაემატა და იმ ეკლესიების გამო, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა... ალბათ მთავარი მისია უნდა იკისროს მომავალი აფხაზეთის კულტურის მინისტრმა და სამინისტრომ, რომ ძეგლთა დაცვის კომიტეტი შეიქმნას. როცა ახალი ხალხი დაინიშნება აფხაზეთის მთავრობაში, ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს. ყველაზე დიდი ყურადღება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ეკლესია-მონასტრებს უნდა მიექცეს. მე ყველა მათგანი ვიცი და საოცრებაა - ათონის, ბიჭვინთის, ბედიის... ეკლესია-მონასტრები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია