"მედ­ვე­დე­ვი სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს"

"მედ­ვე­დე­ვი სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს"

რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­დღი­ა­ნი "ო­მი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეძ­რა" დღემ­დე გრძელ­დე­ბა, მან უამ­რა­ვი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვა და გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა და­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი თავს იმ­შვი­დებს, რომ ამ ომით "მსოფ­ლი­ოს რუ­სე­თის ნამ­დვი­ლი სა­ხე ვუჩ­ვე­ნეთ". რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი და მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მთა­ვარ­სარ­და­ლი დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი აგ­ვის­ტოს ომის დროს ცეცხ­ლის გახ­სნას თა­ვის "ყვე­ლა­ზე რთულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას" უწო­დებს. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი რუს სამ­ხედ­რო ექ­სპერტს პა­ველ ფელ­გენ­ჰა­უ­ერს ვთხო­ვეთ.

- რო­გორ აფა­სებთ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ რუ­სე­თის, მი­სი ჯა­რის მი­ზა­ნი თბი­ლი­სის აღე­ბა არ ყო­ფი­ლა?

- ფაქ­ტე­ბი, რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია არ ამ­ტკი­ცებს მედ­ვე­დე­ვის ამ სიტყ­ვებს. ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტა­ზე სა­უბ­რის სა­ფარ­ქვეშ რუ­სე­თი აგ­რძე­ლებ­და სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბის რიცხ­ვის ზრდას, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, დი­ახ, რუ­სუ­ლი ჯა­რი თბი­ლი­სის შტურმს და შემ­დეგ მთე­ლი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ას აპი­რებ­და, თუმ­ცა, მე­რე, შეც­ვლი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო, თბი­ლის­თან შე­ჩე­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

- და რამ იმოქ­მე­და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლო ელი­ტა­ში ამ სა­კითხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ა­მაც შე­აშ­ფო­თა რუ­სე­თი, გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან გე­მე­ბი და თვით­მფრი­ნა­ვე­ბი მო­ე­მარ­თე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ, სა­უ­ბა­რი იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზეც, აშ­შ-სთან ომი კი კრემ­ლში არა­ვის უნ­დო­და. რაც შე­ე­ხე­ბა მედ­ვე­დევს, რო­მე­ლიც მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ძალ­ზე ვიწ­რო წრე­ში, მაგ­რამ კო­ლექ­ტი­უ­რად მი­ი­ღე­ბო­და; მედ­ვე­დე­ვი ერ­თ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი იყო, ვი­საც გა­დამ­წყვე­ტი სიტყ­ვა ეთ­ქმო­და. ასე რომ, იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, თბი­ლის­თან შე­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ.

- ამ ომი­დან ხუ­თი წლის შემ­დეგ მედ­ვე­დე­ვი აცხ­ა­დებს, რომ ქარ­თვე­ლებ­მა, აფ­ხა­ზებ­მა და ოსებ­მა თვი­თონ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტონ, უნ­დათ თუ არა ერ­თად ცხოვ­რე­ბა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

- ეს სიტყ­ვე­ბიც სატყ­უ­ა­რა­ა, ერ­თგვა­რი და­მაწყ­ნა­რე­ბე­ლი აბი ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის, მას იმედს აძ­ლე­ვენ, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს, მაგ­რამ აშ­კა­რა­ა, რომ არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. ეს მოს­კო­ვის­თვის ერ­თგვა­რი ალი­ბი­ა, გეტყ­ვი­ან, ჩვენ კი გვინ­და, მაგ­რამ რა ვქნათ, აფ­ხა­ზებს არ უნ­და­თო! რე­ა­ლო­ბა ალ­ბათ არ შე­იც­ვლე­ბა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც აფ­ხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას წა­ი­ღებს უკან.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა