რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა განვიხილოთ ორგანიზაციის და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს", - ასე პასუხობს რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის 13 წარმომადგენლის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისადმი წერილს. ამ წერილის ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მორწმუნე აფხაზებს წერილის ავტორებისთვის არ დაუვალებიათ მსგავსი შინაარსის წერილით მიემართათ რუსეთის ეკლესიის წინამძღოლისთვის, ხოლო წერილის გამოქვეყნება ვიდრე ის ადრესატს გადაეცემა, უპატივცემულობის ჟესტია.

"რუსეთის პატრიარქი თანაგრძნობით ეკიდება აფხაზურ ეკლესიაში არსებულ სიძნელეებს და ცდილობს მის ნორმალიზებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ აძლევთ მათ მიერ დაყენებული საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ", - ნათქვამია კომენტარში.

"ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, რომ სამომავლოდ აფხაზეთის საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზები არ გახდეს პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და წარიმართოს მორწმუნეთა შორის ურთიერთგაგება", - ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?