ნიკუშა შენგელაია - "ვახტანგ მეექვსეზე ტლიკინის ნაცვლად, სააკაშვილმა საქართველოს ისტორია წაიკითხოს"

ნიკუშა შენგელაია - "ვახტანგ მეექვსეზე ტლიკინის ნაცვლად, სააკაშვილმა საქართველოს ისტორია წაიკითხოს"

"რატომ არასოდეს არ გაგჩენიათ შეკითხვა, ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა მაინც თუ მოკიდა ხელი იარაღს ომის დროს?!"... ამბობს ნიკუშა შენგელაია, რომელიც პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხმიანება და მეტიჩრობად აფასებს.

- რაც შეეხება ვახტანგ მეექვსეს, საერთოდ გაქცევისა და გარიდების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის და ეს გაქცევა სამშობლოსთვის ხდება, მაშინ ამასაც აქვს გამართლება.. ვახტანგ მეექვსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი ურთულესი რამაა, ჩვენ არ გვიცხოვრია იმ დროში და არ ვიცით დროების მაჯისცემა. ამ პირობებში პირის მოღება და გვირგვინოსანი მეფისთვის ჩირქის მოცხება კი არაკაცობად მიმაჩნია. მიხეილ სააკაშვილსაც, ვახტანგ მეექვსეზე ტლიკინის ნაცვლად, არ აწყენდა საქართველოს ისტორიას ჩაღრმავებოდა, იქნებ მერე მაინც აღარ ილაპარაკოს სისულელეები.

- წინა ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქვეყნიდან არ გაქცეულან...

- ისინი მოიქცნენ უგუნურად, არაპრაგმატულად და ბოლოს სამარცხვინოდ...ხალხი კი არ დაიცვეს, არამედ ფარად აიფარეს. რაღაცას რომ იწყებ, იმასაც უნდა დაუფიქრდე, რა გაგრძელება მოჰყვება. ომს თუ იწყებ, ის მაინც უნდა იცოდე, როგორ იომო. დაიწყეს და მერე ხალხი ცხვარივით შეატოვეს მტერს. რა თქმა უნდა, რუსეთი პროვოკაციას აწყობდა, უნდოდა ეს ომი და საქართველოს ხელისუფლებამაც დოყლაპიობა გამოიჩინა და სწორედ ისეთი პასუხი გასცა ამ პროვოკაციებს, რუსეთი რომ ელოდებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია