"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."

"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პირმშო 22 ივლისს მოევლინა ქვეყანას. სადღესასწაულო დღეებში ინგლისში იმყოფებოდა გია ჭანტურია. მისი და ინგლისის სამეფო კარის, კერძოდ კი, ელისაბედ II-ის მეგობრობის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ იცის. ბატონი გიასთვის ინგლისი მეორე სამშობლოა და ეს სიყვარული სათავეს 1988 წლიდან იღებს. ამ ქვეყანას გია ჭანტურია წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს. ის იქ პრინცისა და ქეითის ქორწილის დროსაც იმყოფებოდა და ახლაც გაემგზავრა, როცა ეს წყვილი ბავშვს დღე-დღეზე ელოდა. საქართველოში დაბრუნებულს მეორე დღესვე შევხვდით.

- ქეითის მშობიარობის თარიღი დაახლოებით ვიცოდი და გამგზავრება დავამთხვიე. მისი უდიდებულესობა ამ დღეს ძალიან ელოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, ქეითმა დააჩქაროს მშობიარობა, რადგან მალე არდადეგები მეწყებაო. დედოფალი ტრადიციულად არდადეგებს შოტლანდიაში ატარებს. რასაკვირველია, მისთვის და საერთოდ, ქვეყნის ისტორიაში, ბრიტანეთის მომავალი მეფის დაბადება ღირსშესანიშნავი და იშვიათი მოვლენაა. მონარქი ელისაბედ II სამ თაობას მოესწრო - პრინცი ჩარლზი, რომელიც დაბერდა და არ ეღირსა ტახტი, შემდეგია პრინცი უილიამი და მესამე ახალშობილი, პრინცი ჯორჯი კემბრიჯისა. ბავშვის სახელზე ბევრი იმსჯელეს. იცით, რომ სამი-ოთხი ძირითადი სახელი უნდა იყოს. მას ჯორჯ ალექსანდრ ლუისი დაარქვეს. ქეითი და უილიამი ლონდონის ცენტრში, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს აპარტამენტები ეკუთვნოდა დედოფლის ერთადერთ დას, პრინცესა მარგარეტს. იქვე ცხოვრობდნენ პრინცი ჩარლზი და დაიანაც. მის ეზოში გაიზარდა უილიამი. როგორც ვიცი, 24 ოთახია და მისი სარესტავრაციო სამუშაოები მილიონზე მეტი დაჯდა. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ისინი ბუკინგემის სასახლეში იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს სისულელეა. იქ მხოლოდ დედოფალი ელისაბედ II ცხოვრობს და ეს მისი ოფიციალური რეზიდენციაა. მის შვილებს იქვე აქვთ პატარ-პატარა აპარტამენტები. ის არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ დედოფლის ერთგვარი ოფისია, სადაც იმართება სახელმწიფო ბანკეტები, იღებენ სტუმრებს და ა.შ.

დედოფლის მამას ჯორჯი ერქვა, ანუ გიორგი, რაც ბერძნული წარმომავლობის სახელია. როცა დედოფალი ქეითს ეწვია და პატარა მოინახულა, თქვა, რომ ის ძალიან კარგი და ლამაზია. დათანხმდა, რომ მისი პირველი სახელი ჯორჯი ყოფილიყო და ბავშვი ისტორიაში შევა, როგორც ჯორჯ VII... მეორე სახელი ალექსანდრი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ქეითს, ხოლო მესამე ლუისი, ლუის მადენბერგის გამო უწოდეს. ის ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ. პრინც ფილიპის ბიძა იყო და პრაქტიკულად მან გაზარდა ჩარლზი. მოკლედ, ასე აეწყო ეს სამი სახელი ერთმანეთს.

- მშობიარობის დროს თქვენ საავადმყოფოსთან ხომ არ ყოფილხართ?

- ქეითი საავადმყოფოში რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს. 22-ში იმშობიარა, მაგრამ მანამდე ერთი თვით ადრე მთელი მსოფლიო პრესა უკვე იქ იყო. სენსაციების მოყვარული ჟურნალისტები ჩასაფრებულები იყვნენ, ვინ უფრო კარგ სურათს გადაიღებდა, რას დაარქმევდნენ, ვინ დაიკავებდა პირველად ბავშვს, ვინ გამოიყვანდა საავადმყოფოს კარიდან, ელოდნენ, რას იტყოდნენ მშობლები...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია