ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­: "ნაწყენებიც ვართ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბიც"

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­: "ნაწყენებიც ვართ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბიც"

კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წას­ვლის ერ­თ-ერთ მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა სა­სა­მარ­თლოს მი­ერ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ნა­წი­ლობ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მა­დგე­ნელ­თა გან­­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ერ­თ-ერ­თი ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რია რეს­პუბ­ლი­კე­ლი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­ც:

- მე ვთქვი - ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი­ა-­მეთ­ქი. არ მით­ქვამს, რომ ეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ზე­ი­მი იყო, ამი­ტომ მე­ეჭ­ვე­ბა, პრე­ტენ­ზი­ე­ბი კო­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემ­თან ჰქო­ნო­და. თა­ნაც მან ეს და­ა­სა­ხე­ლა, რო­გორც ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც ბო­ლო წვე­თის რო­ლი ითა­მა­შა. კო­ბა ძა­ლი­ან ზე­აქ­ტი­უ­რი კა­ცი­ა, და­წე­რა უამ­რა­ვი კა­ნონ­პრო­ექ­ტი, ლა­მის ყვე­ლა სე­სი­ა­ზე ახა­ლი პრო­ექ­ტი გა­მოჰ­ქონ­და, რომ­ლის დიდ ნა­წილს უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რომ ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, თუმ­ცა მი­სი წას­ვლის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი არის ის, რაც მე­ტა­ფო­რუ­ლად თქვა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­დე­საც მას "მო­ხე­ტი­ა­ლე ფორ­ვარ­დი" უწო­და. და­ვი­თაშ­ვი­ლი არ არის შემ­ჩნე­უ­ლი გუნ­დურ თა­მაშ­ში, ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი­ა. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, ოღონდ ამ წარ­მა­ტე­ბას არ ვუ­სურ­ვებ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. არ მი­მა­ჩნი­ა, რომ კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი უნ­და იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და არც მგო­ნი­ა, რომ მას ამის რა­ი­მე შან­სი ჰქონდეს.

- უკ­ვე ბევ­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლას, მით უფ­რო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც წა­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან.

- რა­ღაც არ გა­მი­გი­ა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთვა­რე­ზე მი­დი­ო­დეს, ის აპი­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას და არა პო­ლი­ტი­კი­დან, ისიც ზუს­ტად არ ვი­ცით, რო­დის. რომც წა­ვი­დეს, მერ­წმუ­ნეთ, ის არ გაწყ­ვეტს კავ­შირს არც კო­ა­ლი­ცი­ას­თან და არც თა­ვის პარ­ტი­ას­თან. დღეს კო­ა­ლი­ცია მუ­შა­ობს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, არა­ნა­ი­რი დი­დი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი არ არის, რა თქმა უნ­და, არის წვრი­ლმანი უთან­ხმო­ე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებ­სა თუ იდე­ებს შო­რის, რაც უბე­დუ­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არი­ან. მათ სურთ, რომ მა­ლე მი­ე­ცეთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამი­ტო­მაც ლა­პა­რა­კო­ბენ კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლა­სა და ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ეს მა­თი ოც­ნე­ბე­ბი­ა, რა­საც ვე­რა­ვის და­ვუშ­ლით, და­ე, იოც­ნე­ბონ!

- ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ბრძა­ნა: - ყვე­ლას ვთხოვ, იმის ნა­ხე­ვა­რი აი­ტა­ნოს, რა­საც რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ვი­ტან­თო. მა­ინც რას იტანთ, ბა­ტო­ნო ლე­ვან?

- გა­ი­კითხ­ეთ, უყუ­რეთ ტე­ლევი­ზი­ას, შე­ხე­დეთ ინ­ტერ­ნეტს და ნა­ხავთ, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი არი­ან ყვე­ლას აგენ­ტე­ბი - ამე­რი­კიდან და­წყ­ე­ბუ­ლი, რუ­სე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ფრი­ად ფარ­თო სპექ­ტრი­ა, ერ­თი ინ­დო­ჩი­ნე­თის აგენ­ტო­ბა არ და­უბ­რა­ლე­ბი­ათ თუმ­ცა ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნა­ა. ერ­თა­დერ­თი, რაც ნაკ­ლე­ბად მსმე­ნია რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­ზე, ჩვე­ნი მექ­რთა­მე­ო­ბა­ა, არც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ვართ შემ­ჩნე­უ­ლი ზო­გი­ერ­თი­ვით. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პა­რ­ტი­ა" არის 35-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ერ­თა­დერ­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, ჰო­და, ეს ბევრს თვალ­ში არ მოს­დის. თა­ნაც ჩვენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა პარ­ტი­ად ვით­ვლე­ბით და ესეც ბევრს აღი­ზი­ა­ნებს, მა­გა­ლი­თად, ზოგ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს უჩენს შურს, ზოგს კი­დევ სა­კუ­თა­რი და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გა­და­ფარ­ვა სურს ჩვე­ნი ლან­ძღვით.

- იმათ შო­რის, ვი­საც თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბა აღი­ზი­ა­ნებს, თქვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც ხომ არ არის? რეს­პუბ­ლი­კელ­მა და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან თან­ხმო­ბით მი­ი­ღე­ს.

- ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და მი­სი მო­ად­გი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია პარ­ტი­ი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან.და­თო ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა თქვა რა­ღაც და ვი­ღაც სხვაც ფიქ­რობს, რომ ეს დარ­ტყმაა "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ზე", მაგ­რამ თვი­თონ პარ­ტი­ა­ში არ მი­აჩ­ნი­ათ ასე. ჩვენ ნაწყ­ე­ნებიც ვართ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლებიც, რაც მოხ­და და­თო ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახალ­მა მი­ნის­ტრმა მი­ა­ნიშ­ნა, რომ თურ­მე და­თოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ჰქონ­და პრე­ტენ­ზი­ა, რა­საც არ ვი­ღებთ, მით უფ­რო იმ ხალ­ხის­გან, რო­მელ­მაც ჯერ თვი­თონ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, თუმ­ცა პა­ტივს ვცემთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და არ მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ ­ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი ან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სის­ტე­მუ­რად ერ­ჩის "რეს­პუბ­ლი­კუ­რ პარ­ტი­ას".

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა