კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის არ­ქივ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს წა­აწყ­დე­ბა კა­ცი. ვფიქ­რობ, თქვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ეც­ნო­ბით, რას წერ­და ქარ­თუ­ლი პრე­სა უწინ და რა პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან.

ამ­ჯე­რად XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის, 1897 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ყო­ველ­დღი­ურ სა­ხალ­ხო გა­მო­ცე­მას - "ცნო­ბის ფურ­ცელს" გა­და­ვავ­ლებთ თვალს. გა­ზე­თი პირ­ველ გვერდს აფი­შა­სა და გან­ცხა­დე­ბებს უთ­მობს. მე­ო­რე გვერ­დზე იტყ­ო­ბი­ნე­ბი­ან, რომ 2 სექ­ტემ­ბერს "და­უ­რიგ­და ხე­ლის მომ­წერ­ლებს თავ. აკა­კი წე­რეთ­ლის თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "კრე­ბუ­ლის" პირ­ვე­ლი წიგ­ნი" და სუ­ლით და გუ­ლით უსურ­ვე­ბენ ახალ ჟურ­ნალს "თა­ვი­სი საქ­მე პირ­ნათ­ლად და მო­სა­ლოდ­ნე­ლად წა­ეყ­ვა­ნოს"... იქ­ვე იუწყ­ე­ბი­ან, რომ "31 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ის­ში ვი­ღაც ბო­როტ-გამ­ზრახ­ველს შერ­ჩე­უ­ლი გა­­სა­ღე­ბე­ბით გა­უ­ქურ­დავს რკი­ნის გზის კას­სა. წა­ღე­ბუ­ლია 6500 მან"...

საკ­მა­ოდ დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა და ჩვენც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოდ გვეჩ­ვე­ნა ვინ­მე, ალე­ლი მე­და­ვით­ნის სტა­ტია "ბა­ტონ­ყმო­ბის ნაშ­თი ქალ­-კა­ცა", სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია ზე­მო ქარ­თლის მცხოვ­რებ ქალ­ზე, რო­მე­ლიც კა­ცად ბა­ტონ­ყმო­ბის უკუღ­მართ ყო­ფას უქ­ცე­ვი­ა: "მდი­ნა­რე ფრო­ნეს პირ­ზედ სცხოვ­რობ­და მე­ბა­ტო­ნე ხ-ძე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თურ­მე, შვი­დის წლიდ­გან, ერ­თი გლე­ხის კო­ბე­რი­ძის ასუ­ლი, ქე­თე­ვან. ქე­თე­ვა­ნი ყო­ფი­ლა თვა­ლათ და ტა­ნათ სა­შუ­ა­ლი ქა­ლი და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე". სულ პა­ტა­რა და­ობ­ლე­ბუ­ლა, მი­სი და-­ძმა კი სხვა ბა­ტონს წა­უყ­ვა­ნი­ა. რომ წა­მოზ­რდი­ლა და ჭკუ­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფა არ მოს­წო­ნე­ბია და ბა­ტონს გაქ­ცე­ვი­ა, მაგ­რამ უპოვ­ნი­ათ და უკან და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მსგავ­სი რამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ო­რე­ბია და დევ­ნით გა­ბეზ­რე­ბულ ბა­ტონს ქე­თე­ვა­ნი იმე­რე­თის აზ­ნა­უ­რის­თვის 20 თუმ­ნად მი­უ­ყიდ­ნი­ა. იმე­რე­ლი აზ­ნა­უ­რი მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნად ამუ­შა­ვებ­და თურ­მე გო­გო­ნას. დი­დი ჯა­ფა და წვა­ლე­ბა რომ ვე­ღარ აუ­ტა­ნია უკ­ვე "ოც­და ხუ­თის წლის სისხლ სამ­სე ქალს", ბა­ტო­ნის­თვის შე­უ­ბე­დავს: "უ­ფა­ლო ბა­ტო­ნო! ან თა­ვი და­მახ­სნე­ვი­ნე ფუ­ლით, ვი­შოვ­ნი სად­მე და მო­გარ­თმევ და ან ხან­ჯლით მომ­კა­ლი, რომ ამ ტან­ჯვას მოვ­შორ­დე; უკე­თუ ამ ორ თხოვ­ნას არ შე­მის­რუ­ლებთ, მე თვით და­ვიხ­რჩობ თავს მდი­ნა­რე ძი­რუ­ლა­ში­ო". ბა­ტონს წა­უყ­რუ­ე­ბია და და­უ­ტუქ­სავს კი­დეც, ამი­ტომ ქე­თე­ვანს ნა­ცა­დი ხერ­ხის­თვის მი­უ­მარ­თავს და გა­მო­პა­რუ­ლა. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მე­ტი­ვე­ებს შეხ­ვეწ­ნი­ა, ერ­თი ხე­ლი კა­ცის სა­მო­სი მო­მე­ცი­თო. "ი­მა­თაც შე­ცო­დე­ბი­ათ, ზოგს ქუ­დი მი­უ­ცი­ა, ზოგს ჩო­ხა, ზოგს ახა­ლუ­ხი, ზოგს სარ­ტყე­ლი და საჩ­ქა­როთ გა­მოწყ­ო­ბი­ლა მე­ტი­ვურ ტა­ნი­სა­მოს­ში, თმის ნაწ­ნა­ვე­ბიც მა­შინ­ვე მო­უჭ­რია და მტკვრის­თვის მი­უ­ბა­რე­ბი­ა, სა­ნამ ისევ ქა­ლო­ბა მერ­გე­ბო­დე­სო, გაკ­რე­ჭილ თავ­ზედ და­უ­ხუ­რავს კოხ­ტა ქუ­დი, სა­ხე­ლათ თე­დო გა­დურ­ქმე­ვი­ა, რო­მელ­საც დღე­საც ეძა­ხი­ან; ჩა­რე­უ­ლა ტივ­ზედ მე­ტი­ვე­ებ­თან და გაჰ­ყო­ლია თბი­ლი­სი­სა­კენ ტივ­ზედ სა­მუ­შა­ოდ"... ბა­ტონს უფიქ­რი­ა, თა­ვი და­იხ­რჩოო და აღარც მო­უ­კითხ­ავს ქე­თე­ვა­ნი, არც მე­ტი­ვე­ებს და­უს­მე­ნი­ათ ახა­ლი ძმო­ბი­ლი და ამა­სო­ბა­ში კი ბა­ტონ­ყმო­ბაც გა­და­ვარ­დნი­ლა. მაგ­რამ "ჩვე­ნი კო­ბე­რი­ძის ქე­თო კი ისევ თე­დოს ტა­ნი­სა­მოს­ში დარ­ჩა; ამ­ჟა­მად ნა­ქე­თე­ვა­რი სცხოვ­რობს ახალ და­ბა­ში, რომ­ლის ტა­ნი­სა­მოს­საც შე­ად­გენს შემ­დე­გი: პა­ი­ჭე­ბი და ზედ ჭრე­ლი წინ­დე­ბი, წინ­დებ­ზედ კოხ­ტა ჩუს­ტე­ბი, გა­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი ლურ­ჯი შარ­ვა­ლი, გულ­-მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი, ზედ ნა­ო­ჭი­ა­ნი ორ პი­რად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ბლო­მად ღი­ლე­ბი­ა­ნი ახა­ლუ­ხი, ახა­ლუ­ხის გუ­ლი გახ­სნი­ლი, სა­ი­და­მაც მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი უჩანს, მოკ­ლე ნა­ო­ჭი­ა­ნი ქა­ლა­ქუ­რათ შე­კე­რი­ლი შა­ვი ჩო­ხა და ზედ აბ­რე­შუ­მის სარ­ტყე­ლი, თმა გარ­შემო შე­მოკ­რე­ჭი­ლი და ზედ ქარ­თუ­ლი გა­ლი­ბარ­დის შა­ვი მოხ­დე­ნი­ლი ქუ­დი. ქე­თო იქ­ნე­ბა ამ ჟა­მად სა­მო­ცის წლი­სა, წვერ­-ულ­ვა­შიც თხლათ და მოკ­ლეთ აქა იქ ამო­სუ­ლი, სა­ხე­ზედ მო­წე­უ­ლი­ა, შავ­გვრე­მა­ნი, ჭა­ღა­რა სრუ­ლე­ბით არ ეტყ­ო­ბა, ცხე­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბაც უშიშ­რათ შე­უძ­ლი­ან და ხში­რა­თაც აქეთ იქით სა­ვაჭ­რო­ზედ და­ი­ა­რე­ბა; ლხი­ნის სუფ­რა იქ­მნე­ბა თუ ჭი­რი­სა, კა­ცე­ბის გუნ­დში ჯდე­ბა, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რის დრო­საც მათ­თან იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ყვე­ლა მნახ­ველს თა­ვი­სის მა­მა­ცო­ბით აკ­ვირ­ვებს. ხალხს ქე­თო გა­და­ვიწყ­ე­ბუ­ლი ჰყავთ და ყვე­ლა ეძა­ხის თე­დოს". რით გან­სხვავ­დე­ბა ქე­თო-­თე­დოს ამ­ბა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე კე­სო-­ბე­სოს ამ­ბის­გან? მარ­თა­ლი­ა, ბე­სო აბ­რა­მი­ძეც სოფ­ლად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ბა­ტონს კი არა, სა­კუ­თარ მა­მა­კა­ცო­ბას გა­მო­ექ­ცა სოფ­ლი­დან და თბი­ლისს იმ იმე­დით შე­ე­ფა­რა, ქა­ლად ქცე­ულს დე­და­ქა­ლა­ქი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად მი­მი­ღებ­სო. რაც შე­ე­ხე­ბა "კას­სის" გა­ქურ­დვას, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბი და "შერ­ჩე­უ­ლი გა­სა­ღე­ბე­ბი" სუ­ლაც აღა­რაა სა­ჭი­რო.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია