პრეზიდენტი სამდღიანი ლაშქრობით ტობავარჩხილის ტბაზე მიდის

პრეზიდენტი სამდღიანი ლაშქრობით ტობავარჩხილის ტბაზე მიდის

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი ლაშქრობით ტობავარჩხილის ტბაზე მიდის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 10 თვეა კაბინეტში უწევს ყოფნა და "ამაზე საშინელი საერთოდ არაფერი არ არის".

"ბოლო ათი თვეა ვზივარ კაბინეტში და მეზიზღება ეს ფაქტი. არც არაფერი არ ხდება. კაბინეტში ჯდომაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არის. ამიტომ მივდივარ ახლა ტობავარჩხილის ტბაზე ფეხით. ოღონდ გავექცე კაბინეტს და აქაურობაზე ფიქრს", - განაცხადა სააკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად ტობავარჩხილის ტბაზე "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრიც მიდის.

ტობავარჩხილის ტბა სამეგრელოში, ჩხოროწყუში მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია