დიმიტრი ლორთქიფანიძე მერვე შვილს ელოდება

დიმიტრი ლორთქიფანიძე მერვე შვილს ელოდება

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე მერვე შვილს ელოდება. როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, ბავშვი ვაჟია, სახელად ანდრიას არქმევენ და მის დაბადებას სექტემბერში ელოდებიან.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს ოთხი ბიჭი და სამი გოგო ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი, 23 წლის ნიკა თავადაც მამაა და ორი შვილი: სამი წლის დიმიტრი და ერთი წლის ანა ჰყავს.

ლორთქიფანიძემ ოჯახში მატების თაობაზე ინფორმაცია "ამბები გე"-ს დაუდასტურა.  "ჩვენი მერვე შვილი, ანდრია სექტემბერში დაიბადება. ჩემი მეუღლე ხათუნა თავს კარგად გრძნობს და მეხუთე ვაჟის დაბადებას დიდი სიხარულით ველით. აქვე მინდა საზოგადოების გასაგონად ერთი რამ ვთქვა: ჩემს მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით გაჩნდა მითქმა-მოთქმა, თითქოს შვილები სხვადასხვა ცოლებისგან მყავს. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ ქორწინებაში ვიმყოფები და ყველა შვილი ერთი ოჯახიდან მყავს", - განუცხადა "ამბები. გე"-ს ლორთქიფანიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია