მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება

მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება

მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობისთვის უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

როგორც ნარმანიამ თბილისის მერის მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ამ სადგურის მშენებლობისთვის პროექტი უკვე მზად არის.

”ამას არ სჭირდება გიგი უგულავას ინიციატივა, ეს ინიციატივა არის და პროექტიც მზად არის. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლეს მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დასკვნა დადებითია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი, აზიის განვითარების ბანკიდან შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია და შესაბამისად, ეს მეტროსადგური აშენდება”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია