კოჩალაძეები საჯარო ბოდიშს ითხოვენ - "ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს"

კოჩალაძეები საჯარო ბოდიშს ითხოვენ - "ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს"

"არავის ინტერვიუს არ ვაძლევ, ერთადერთს გეტყვით - სანამ ეკა ბესელია სახალხოდ არ გამოვა და მარის სულს ბოდიშს არ მოუხდის, ჩემთან არავინ არ მოვიდეს საერთოდ და არ დამენახოს", - აცხადებს ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას, მარიამ კოჩალაძის გამზრდელი ნათლია ნატა კვინტრაძე.

- ის, რომ ეკა ბესელიას შვილები ცოცხლები არიან და არავინ დადევთ მოსაკლავად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ყელგამოჭრილი ბავშვი წიწილაა!

- რას გულისხმობთ?

- ეს უბედურება მოხდა. ბესელია კი გამოვიდა და ტელეეთერით მეუბნება, რომ ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ აქ აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. აი, ახლა ატეხოს აჟიოტაჟი, დაიჭიროს ის, ვინც მარის ასეთი რამ დამართა და მერე დაგველაპარაკოს დანარჩენი სახელმწიფო.

- თქვენ ამ მკვლელობას რელიგიურ რიტუალს უკავშირებდით...

- არაფერი არ შემეკითხოთ არც გამოძიებაზე და არც მარიზე. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს, სანამ ღმერთი გადმოხედავს და სამაგიეროს მიაგებს.

ლევან ბერძენიშვილმაც მოიხადოს ბოდიში, რომ ვითომ ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 16 წლის ბავშვი რომ მოკლეს, ეგ არაფერი?! ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია ადარდებს ბერძენიშვილს და 16 წლის ბავშვის არაადამიანური მკვლელობა არა?!

ეს ინფორმაცია ეკა ბესელიას თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ. მე არ მიპასუხებს. ახლა ხომ მისი შვილი ციხეში აღარ ზის და მიუწვდომელი გახდა. აიხდინა ოცნება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვერ ხვდება, ბოდიში რისთვის უნდა მოიხადოს, რადგან ოჯახის მისამართით ისეთი არაფერი არ უთქვამს "გულნატკენები რომ დარჩენილიყვნენ".

ეკა ბესელია:

"ჩემი განცხადება პასუხი იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ჩემი პასუხი ეხებოდა მათ კონკრეტულ ბრალდებებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია და ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია