ვინ ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სკლუ­ზი­ურ ხის სათ­ვა­ლე­ებს

ვინ ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სკლუ­ზი­ურ ხის სათ­ვა­ლე­ებს

სათ­ვა­ლის უამ­რა­ვი ბრენ­დი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის - ხის­გან მი­სი დამ­ზა­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა და­იწყ­ო. მხო­ლოდ მათ გა­დაწყ­ვი­ტეს სათ­ვა­ლის ფორ­მი­სა და ხა­რის­ხის ხე­ლოვ­ნე­ბად ქცე­ვა. ერ­თი­-ერ­თი კი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ლე­ვან ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი­ა, რო­მელ­მაც სათ­ვა­ლის ბიზ­ნეს­ში თა­ვი­სი ბრენ­დი "ლაშ­ქო" შექ­მნა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, თუ სა­ი­დან გა­უჩ­ნდა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენტს ხის სათ­ვა­ლე­ე­ბის დამ­ზა­დე­ბის იდეა და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი ოჯა­ხურ რე­ლიკვი­ად.

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, სა­ნამ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე გა­და­ვი­დო­დი, რა­ღაც პე­რი­ო­დი ავე­ჯის დი­ზა­ინს და ხე­ში კვე­თას ვსწავ­ლობ­დი. სა­კურ­სო ნა­მუ­შე­ვარს ვამ­თავ­რებ­დი, რო­ცა სათ­ვა­ლე გა­მიტყ­და და მის შე­კე­თე­ბას შე­ვე­ცა­დე. სწო­რედ მა­შინ და­მე­ბა­და ხისჩარ­ჩო­ი­ა­ნი სათ­ვა­ლის დამ­ზა­დე­ბის იდე­ა. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა­ა, თან მსუ­ბუ­ქი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ამას­თან­, ხეს სულ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, მით უმე­ტეს, თუ ძვირ­ფა­სი ხის­გან ამ­ზა­დებ, რაც უფ­რო მე­ტი წე­ლი გა­დის, მით უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, ღვი­ნო­სა­ვით. ხში­რად ორი სა­ხე­ო­ბის ხის მა­სა­ლით ვა­კე­თებ და ორი ფე­რის კონ­ტრასტს ვქმნი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­დის. ხე­ზე კვე­თა­საც და­ვე­უფ­ლე და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ორ­ნა­მენტს ვა­ტან. წარ­წე­რა­საც, ინ­ი­­ცი­ა­ლებ­საც. გა­აჩ­ნი­ა, სათ­ვა­ლის შემ­კვეთს რა სურს.

- თქვენ გარ­და აქამ­დე არა­ვის უც­დია სათ­ვა­ლის ხის­გან დამ­ზა­დე­ბა?

- რო­ცა ეს იდეა გა­მიჩ­ნდა და მუ­შა­ო­ბა და­ვიწყ­ე, ეგ კითხ­ვა მეც და­მე­ბა­და. ამი­ტომ ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვიწყე ძებ­ნა და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერ­თი გერ­მა­ნე­ლი, ვინ­მე ჰერ­ლიხ­ტი ამ­ზა­დებს ასეთ სათ­ვა­ლე­ებს. გუ­ლი დამ­წყდა, რომ ჩე­მი გა­მო­გო­ნე­ბა არ იყო, მაგ­რამ რას ვი­ზამ, მე­ო­რე ხომ მა­ინც ვარ (ი­ღი­მის). ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის უკ­ვე ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლია ამ საქ­მე­ში და სათ­ვა­ლე­ებს ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მია­ნე­ბის დაკ­ვე­თით ამ­ზა­დებს. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სათ­ვა­ლე­ე­ბის მთე­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი და­ამ­ზა­დე­ბი­ნა და თა­ვი­სი ბრენ­დით გა­ყი­და. მი­სი ერ­თი სათ­ვა­ლე ათა­სო­ბით დო­ლა­რი ღირს. ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დი HERLICHT-ი აქვს შექ­მნი­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ და­ინ­ტე­რეს­და ვინ­მე თქვენ მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სათ­ვა­ლე­ე­ბით?

- უფ­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეკ­ვე­თებს ვი­ღებ, მაგ­რამ ცო­ტა ხნის წინ ორი ახალ­გაზ­რდა დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რი და­მი­კავ­შირ­და. სა­ათ­ვა­ლე­ე­ბის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბენ, 10 ახა­ლი მო­დე­ლი შექ­მნეს. გა­დაწყ­ვი­ტეს, ხის­გან და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ და მე და­მი­კავ­შირ­დნენ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მითხ­რეს, საზღ­ვარ­გა­რეთ აპი­რე­ბენ მის გა­ტა­ნას.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია