"კი­ლე­რებს სწო­რედ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბით ზრდი­ან"

"კი­ლე­რებს სწო­რედ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბით ზრდი­ან"

14 წლის ბი­ჭი მყავს. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და გო­ნი­ე­რი­ა, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტერსა და ტე­ლე­ვი­ზორს ვერ ვა­შო­რებ, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს. ძა­ლი­ან უყ­ვარს მძაფ­რსი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ, ეს­ვრი­ან, ვი­ღა­ცას აწა­მე­ბენ. უდ­რო­ო­ბის გა­მო ყო­ველ­თვის ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ, მაგ­რამ რო­ცა შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, ან მსგავ­სი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას ვუკ­რძა­ლავ, სა­შინ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა, ტი­რის და სახ­ლი­დან გარ­ბის. ვი­ცი, რომ გარ­და­ტე­ხის ასა­კი აქვს, ისიც ვი­ცი, რომ ამ ასაკ­ში ყვე­ლა მო­ზარდი თა­ვი­სე­ბუ­რად ჯიუტია, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკ­ვე ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე!" - შე­მომ­ჩივ­ლა ახ­ლო­ბელ­მა. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მსგავს მდგომარეობაში დღეს ბევ­რი ოჯა­ხია ჩა­ვარ­დნი­ლი. რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი, რო­მელ­საც შვილ­თან მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს? - ამ სა­კითხ­ზე "ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის" ფსი­ქო­ლო­გი მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ფსი­ქო­ლო­გებ­მა კარ­გად ვი­ცით, თუ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს მო­ზარდს მი­სი ასა­კი­სათ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნამ ან და­ნახ­ვამ. მიჩ­ნე­უ­ლი­ა, რომ სამ წლამ­დე ბავ­შვმა ტე­ლე­ვი­ზორს არ უნ­და უყუ­როს და, მით უმე­ტეს კომ­პი­უ­ტერ­თან არ უნ­და იჯ­დეს. 3-­დან 14-15 წლამ­დე კი უფ­რო­სი უნ­და ეჯ­დეს გვერ­დით და ნა­ნა­ხის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებ­დეს. ვლა­პა­რა­კობ იმ ფილ­მებ­სა და გა­და­ცე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის ასა­კი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მებს, სა­და­ც ძა­ლა­დო­ბის სცე­ნე­ბი უხ­ვა­დაა: თუ ბავ­შვი ასეთ ფილმს ან გა­და­ცე­მას უფ­რო­სის კონ­ტრო­ლი­სა და კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე უყუ­რებს, ეს მის ფსი­ქი­კას მძი­მე დაღს ას­ვამს და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს. უფ­რო მე­ტიც, ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნი­ოს ის, რაც ეკ­რან­ზე ხდე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში გად­მო­ი­ტა­ნოს. ასე რომ, მშო­ბელ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს.

ძალადობის მუდმივად ყურებით ბავშვს ერ­თი ადა­მი­ა­ნის მი­ერ მე­ო­რის ცე­მა, მოკ­ვლა, და­სა­ხიჩ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­აჩ­ნია. მას უჭირს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს გარ­ჩე­ვა, ისე­დაც რი­კო­შე­ტი­ვით ის­ხლე­ტენ მშობ­ლის აზრს, მის და­რი­გე­ბას ნაკ­ლე­ბად იჯე­რე­ბენ. ამ ასაკ­ში მათთვის თა­ნა­ტო­ლე­ბის აზრს უფ­რო დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე პე­და­გო­გის ან უფ­რო­სის და­რი­გე­ბი­სას. რო­ცა ამ ასაკს გა­ივ­ლი­ან, მე­რე უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბი­ან მშობ­ლებს. ამი­ტომ, არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნი ხერ­ხი: ტე­ლე­ვი­ზო­რი ან კომ­პი­უ­ტე­რი უნ­და ჩა­ვუ­ნაც­ვლოთ რა­ღაც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­თი, შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა­ზე უარ­ყო­ფით­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დოს. მით უმე­ტეს, თუ ბავ­შვი დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი­და­ნა­ა, მას უკ­ვე აქვს ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გი სა­ი­მი­სოდ, რომ მო­ძა­ლა­დის რო­ლი მო­ირ­გოს­. კომ­პი­უ­ტე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ოჯახს არა აქვს, თა­ნაც, მი­სი გა­კონ­ტრო­ლე­ბა უფ­რო ად­ვი­ლი­ა, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რი­სა. ამი­ტომ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გაშ­ვე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­სა და სე­რი­ა­ლე­ბის ხა­რის­ხზე სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და იზ­რუ­ნოს. არ შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ფილ­მე­ბის გაშ­ვე­ბა გვი­ან - რო­ცა ძი­ლის წინ მო­ზარ­დი მკვლე­ლო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის სცე­ნებს უყუ­რებს, შე­იძ­ლე­ბა კოშ­მა­რე­ბი და­ეწყ­ოს და უძი­ლო­ბაც კი დას­ჩემ­დეს. კი­ლე­რებს, მკვლე­ლებს სწო­რედ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფილ­მე­ბი­სა და ე.წ. თრი­ლე­რე­ბის ყუ­რე­ბით აყა­ლი­ბე­ბენ, ნელ­-ნე­ლა უზ­რდი­ან ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნე­ბის დო­ზას და ბო­ლოს "სა­სურ­ველ" შე­დეგ­საც აღ­წე­ვენ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­ფიქ­რე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია