C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"

C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"

C ჰე­პა­ტი­ტი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა. ამ­ჟა­მად პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 3% C ჰე­პა­ტი­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი უკ­ვე 200 ათას­ზე მე­ტი შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გვე­სა­უბ­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ეკა გორ­გო­ში­ძე:

- C ჰე­პა­ტი­ტი ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა, სიყ­ვით­ლის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მით. რთულ­დე­ბა ცი­რო­ზი­თა და ღვიძ­ლის პირ­ვე­ლა­დი კი­ბო­თი. სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე 200 ათა­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია ავად. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გენს C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ანუ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლის სის­ხლი ან ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სითხე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უნ­და მოხ­ვდეს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვერ იხ­სე­ნებს ან ვერ ხვდე­ბა, რო­დის ან სად და­ინ­ფი­ცირ­და C ჰე­პა­ტი­ტით.

- ვინ შე­დის ამ და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯგუ­ფებ­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად იც­ვლი­ან სქე­სობ­რივ პარ­ტნი­ო­რებს, ასე­ვე ისი­ნი, ვინც იკე­თებს ტა­ტუ­ი­რე­ბას. C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბიც იყოს - კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი (ფრჩხი­ლე­ბის), სა­პარ­სი. სამ­წუ­ხა­რო­ა, მაგ­რამ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დი­ან მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბიც, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლის სის­ხლთან.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კა?

- C ჰე­პა­ტი­ტის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 5-დან 15 კვი­რამ­დე მერ­ყე­ობს. სიყ­ვით­ლე მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 25-30%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტომ C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კარ­გა ხანს შე­საძ­ლოა ვერც გრძნობ­დეს ვე­რა­ნა­ირ სიმ­პტო­მებს. რო­ცა სიმ­პტო­მე­ბი თავს იჩენს, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მოშ­ლის ხა­რის­ხი უკ­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბულ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე. ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი წა­ა­გავს ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, მსუ­ბუქ მო­წამ­ვლას, გა­დაღ­ლას. მა­გა­ლი­თად, უმა­დო­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სიყ­ვით­ლე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, მუ­ქი შარ­დი. თუმ­ცა მუ­ქი შარ­დი და სიყ­ვი­თ­ლე უკ­ვე და­ა­ვა­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­ნო­ზი სა­ყუ­რადღ­ე­ბოა იმ მხრივ, რომ საკ­მა­ოდ ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მე­ბი. მწვა­ვე ფორ­მე­ბის დროს გა­მო­სა­ვა­ლი კე­თილ­სა­ი­მე­დო­ა. მწვა­ვე ფორმა და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვეს გრძელ­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი კი დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და 10-40 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა პროგ­რე­სი­რებ­დეს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ზოგ­ჯერ ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბას ყუ­რადღ­ე­ბის მიღ­მა ტო­ვე­ბენ, C ვი­რუ­სი კი ორ­გა­ნიზ­მში გამ­რავ­ლე­ბას იწყ­ებს და ღვიძ­ლის უჯ­რე­დებს აზი­ა­ნებს, და­ზი­ა­ნე­ბა კი თან­და­თან ღრმავ­დე­ბა და ღვიძ­ლის ცი­რო­ზი ვი­თარ­დე­ბა.

- C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა თუ არ­სე­ბობს?

- სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. თუ ადა­მი­ა­ნი ეჭ­ვობს, რომ ამ ვი­რუ­სით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მი­მარ­თოს ექიმს და სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­როს. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ C ვი­რუ­სი დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ უკ­ვე გა­დამ­დე­ბი­ა, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს მათ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წო­ნონ, ვინც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დის. სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­ა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის ის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რე­ბენ. დღეს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით და რი­ბა­ვი­რო­ნით. ბო­ლო ხანს მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დი საგ­რძნობ­ლად და­იხ­ვე­წა.

- იქ­ნებ ამ მე­თო­დი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გან­გვი­მარ­ტოთ.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­ნგი­მარ­ტოთ, მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი არ­სი ორ­გა­ნიზ­მის ვი­რუ­სის­გან გაწ­მენ­და­ა. მთა­ვა­რი­ა, ამ ვი­რუ­სის გა­ნად­გუ­რე­ბა ან მი­სი გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა, რაც და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგომ პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს, თა­ვად ინ­ტერ­ფე­რო­ნი ცი­ლა­ა. მას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, მაგ­რამ მი­სი სინ­თე­ზი ხე­ლოვ­ნუ­რადაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ინ­ტერ­ფე­რო­ნი შეჰ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში და მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ზრდი­ან. ინ­ტერ­ფე­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას ვი­რუ­სის გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა რი­ბა­ვი­რონს, ეს ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ინ­ტერ­ფე­რონ­თან, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად ნიშ­ნა­ვენ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 24-48 კვი­რა­ა. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის დროს კი სა­ჭი­როა ავად­მყო­ფის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა. აქ­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა არც სა­მარ­ცხვი­ნოა და არც სა­გან­გა­შო, მთა­ვა­რი დრო­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო და ეს პრობ­ლე­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მოგ­ვარ­დეს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია