კომ­პლექ­სი, ანუ რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს

კომ­პლექ­სი, ანუ რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს

ბევრ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს აფ­თი­აქ­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას კომ­პლექ­სე­ბი აწუ­ხებს და ხში­რად ანეკ­დო­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც იქ­მნე­ბა. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ერ­თად, ამ სა­კითხ­ზე სა­უ­ბა­რი კონ­სულ­ტან­ტებ­საც ერი­დე­ბათ. ისე, ზო­გი მათ­გა­ნი აფ­თი­აქ­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვის შე­სა­ძე­ნად შე­სუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­რი­დე­ბუ­ლო­ბით ერ­თო­ბა კი­დეც.

ერ­თ-ერ­თი აფ­თი­ა­ქის (ვა­კე) ფარ­მა­ცევ­ტი ლი­კა:

- ერ­თი სა­ხე­ო­ბის პრე­ზერ­ვა­ტი­ვი გვაქვს. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი­ა, ზოგს ერი­დე­ბა მი­სი შე­ძე­ნა, ძი­რი­თა­დად კი აღარ ერი­დე­ბათ და თა­მა­მად ყი­დუ­ლო­ბენ.

ქე­თი (სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე აფ­თი­ა­ქის ფარ­მა­ცევ­ტი):

- ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ო­და ერ­თი და­ბა­ლი მა­მა­კა­ცი და სულ პრე­ზერ­ვა­ტივს კითხ­უ­ლობ­და, ჩვენც მუდ­მი­ვად ვე­კითხ­ე­ბო­დით, რა ზო­მის ნე­ბავ­და, კლი­ენ­ტი წით­ლდე­ბო­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ზე დი­დი ზო­მის მო­მე­ცი­თო. ჩვე­ნი შე­კითხ­ვის შემ­დეგ სხვა გზა არ ჰქონ­და და ამი­ტომ მიჰ­ქონ­და, თუ მარ­თლა ეს ზო­მა სჭირ­დე­ბო­და - ვერ გეტყ­ვით. ა­სე­ვე მუდ­მი­ვად მო­დი­ო­და ახალ­გაზ­რდა სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ორი ცა­ლ პრე­ზერ­ვა­ტი­ვს გვთხოვდა, ჩვენ კი მუ­დამ ორ კო­ლოფს ვა­ტან­დით, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბო­და, უარს ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და და მიჰ­ქონ­და.

რუს­თა­ველ­ზე მდე­ბა­რე აფ­თი­ა­ქის კონ­სულ­ტან­ტი ნა­ტა:

- პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს უკ­ვე თა­მა­მად ყი­დუ­ლო­ბენ. მე­ტიც - ბევრ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ეა­მა­ყე­ბა კი­დეც. რო­გორც მი­ვხვდით, გო­გო­ნებს რომ გვხე­და­ვენ, უფ­რო მეტს ყი­დუ­ლო­ბენ, ვიდ­რე სჭირ­დე­ბათ. გვყავ­და 65 წლის მომ­ხმა­რე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე ვი­აგ­რა­სა და პრე­ზერ­ვა­ტივს ყი­დუ­ლობ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ვი­აგ­რას მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­დღე არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ არ გვი­ჯე­რებ­და.

ზაზა გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია